სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცნობილი ჰაკერი ფეისბუქში დაასაქმეს

გლობალურ ინტერნეტ–სივრცეში ცნობილი ამერიკელი ჰაკერი, ჯორჯ „გეოჰოტ“ ჰოტცი, რომელმაც სახელი „აიფონის“ ოპერაციული სისტემის და ასევე საიტ „სონიფეილშთეინის“ გატეხვით გაითქვა, სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაასაქმეს. ამის შესახებ რიგი ინტერნეტ–რესურსები იუწყებიან. ეს ცნობა თავად ჰოტცმაც დაადასტურა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ჰაკერის უკანასკნელი ჩანაწერი საკუთარ კედელზე ასე გამოიყურება: „ფეისბუქი საუკეთესო ადგილია სამუშაოდ... ჩემი პირველი ჰაკერული მარათონი დასრულებულია“. უფრო მოცულობითი, ან ოფიციალური ინფორმაცია მრსიხანე ჰაკერის ფეისბუქში სამსახურის დაწყების შესახებ, ამ დროისათვის, ჯერ არ გავრცელებულა.

ჯორჯ „გეოჰოტ“ ჰოტცს, კომპანია „სონიმ“, საიტის გატეხვის შემდეგ ამტყდარი სკანდალის შემდეგ, სასამართლოში უჩივლა. თუმცა, მომაბეზრებელმა ჰაკერმა მაშინ კომპანიის გამწარებულ მესვეურებთან შეთანხმება მოახერხა. ამის მიუხედავად, ჰოტცმა მსოფლიოს ინტერნეტ–საზოგადოებას და ჰაკერულ სამყაროს საერთაშორისო გიგანტის პროდუქციის ბოიკოტირებისაკენ მოუწოდა. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ ჰაკერთა ჯგუფმა Lulz Security–მა, „სონის“ კუთვნილი რიგი საიტები გატეხა.

საიტების გატეხვის გარდა, 21 წლის ჰოტცი სერიოზულ სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობითაცაა ცნობილი, მაგალითად, 2005–დან 2007 წლამდე, ის საერთაშორისო სამეცნიერო და საინჟინრო კონფერენციის, ინტელის ფინალისტი გახდა და მისმა პროექტებმა ამეცნიერო წრეებში დიდი მოწონება დაიმსახურა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100