საბერძნეთში ანარქისტებმა რადიოსადგური დაიკავეს
ანარქისტების ჯგუფმა დღეს მოახერხა დაეკავებინა საბერძნეთის რადიოს ერთი სტუდია და ეთერში გადაეცა ადგილობრივი ტერორისტული ორგანიზაციის მომხრე ლოზუნგები. „ფლეშ რადიოს“ მფლობელების თქმით, 30-დმე ანარქისტი შეიჭრა სტუდიაში და ეთერში გადასცა ლოზუნგები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ორგანიზაცია „რევოლუციურ ბრძოლას“. ამ ჯგუფმა 2007 წელს ათენში, ამერიკის საელჩოში ყუმბარა შეაგდო. რადიოსადგური, რომლის შენობასაც პოლიციამ შემოარტყა ალყა, თავის მაუწყებლობას განაგრძობდა ანარქისტების მიერ მათი სტუდიის დაკავების მიუხედავად.
კომენტარი