როგორი იქნება გველის წელიწადი?
2013 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით გველის წელია. ამავე კალენდრის მიხედვით ის ოფიციალურად 2013 წლის 10 თებერვალს დადგება. საინტერესოა რითი იქნება განსხვავებული ამ წლისაგან და რა ცვლილებებს შემოგვთავაზებს იგი.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს კომფორტის, სისადავისა და სიმყუდროვის წელია. 2013 წელი ბევრი მოულოდნელობებითა და სურპრიზებით იქნება სავსე. ადამიანები ბოლოსდაბოლოს, მიხვდებიან, რომ უმთავრესი ჯანმრთელობაზე ზრუნვაა და საკუთარ თავს მეტ დროს დაუთმობენ. აღნიშნული წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება ინტელექტუალური შრომით დაკავებული მუშაკებისათვის (მკვლევარები,მეცნიერები...)
ასტროლოგები 2013-ში სიფრთხილის გამოჩენას გვირჩევენ. გველს არ უყვარს შეუსრულებელი დაპირებები, ტყუილები. ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეული ნაბიჯი ზუსტად გავთვალოთ. კარგი იქნება თუ გეგმის მიხედვით იმოქმედებთ და ქმედებებს ზუსტად განსაზღვრავთ.
გველი-მატერიალისტია და ძალიან აფასებს სურვილს აღიდგინო ან გააძლიერო ფინანსური სტაბილურობა. ამ ნიშანმა ყოველთვის ნათლად იცის რა სურს და აჯილდოვებს მათ, ვისაც აქვს სწორი პრიორიტეტები.
აუცილებელია შეურიგდეთ ყველას-საყვარელ ადამიანს, ოჯახის წევრებს და მეგობრებს-თუკი ვინმესთან ცუდი ურთიერთობა გქონდათ და ნაჩხუბარი იყავით, რადგან გველს არ უყვარს სკანდალები და იგი უპირატესობას ანიჭებს სიმშვიდეს და სტაბილურობას, ამიტომ დაივიწყეთ ყველანაირი წყენა და გადადგით პირველი ნაბიჯი.
ჰარმონია ოჯახში, ურთიერთგაგება და დღესასწაულის აღნიშვნა ვიწრო, ოჯახურ წრეში-ეს ალბათ უფრო მეტად ესიამოვნება გველს, ვიდრე ხმაურიანი თავყრილობა.
გველი ძალიან სუფთაა და იგი წელიწადში რამდენჯერმე იცვლის ტყავს, ამიტომ ჩინელი ბრძენები გვირჩევენ, რომ სახლში გენერალური დასუფთავება ჩაატაროთ ახალ წლამდე და ამით ყველა წარუმატებლობას გაატანთ ძველ წელიწადს.
გველს არ მოსწონს დიდი და ხმაურიანი კომპანიები ღია სივრცეში. ხმამაღალი სიცილი, მუსიკა და ცეკვები აღიზიანებს მას. ოჯახურ ღირებულებებს დიდ უპირატესობას ანიჭებს. ამიტომ იდეალური იქნება თუ გველის წელიწადს ოჯახურ სიმყუდროვეში შეხვდებით.
საახალწლო სუფრა აუცილებლად უნდა იყოს ლამაზი ქსოვილისგან, არანაირი მყვირალა ფერები. იდეალური იქნება, თუ საახალწლო სუფრას ბროლით და ფაიფურის ჭურჭლით გააწყობთ. მნიშვნელოვანია, რომ ნაძვის ხე არ იყოს გადატვირთული. გველის წელიწადისთვის იდეალური იქნება, თუ ნაძვის ხეს ერთ ფერში მორთავთ.
ძირითადი ფერები გველის წელიწადში-შავი, ნაცრისფერი, ლურჯი, ცისფერი და მწვანე. გარდა ამისა, გველს უყვარს ოქროსფერი და ვერცხლისფერი, ხოლო წითელ ფერს ჩინური ტრადიციის მიხედვით ყოველთვის მოაქვს ბედნიერება, ამიტომ წითელი ყოველთვის აქტულურია.
ნატურალური გველის ტყავისგან დამზადებული სამოსით ნუ დახვდებით გველის წელიწადს, რადგან ეს არ მოეწონება მას.
ვარცხნილობა უკეთესია თუ გექნებათ გლუვი და სიმეტრიული.
საახალწლო მაკიაჟში თვალებზე უნდა გააკეთოთ აქცენტი, მკვეთრად უნდა იყოს გამოხატული თვალის კონტური. ფრჩხილები საურველია გქონდეთ გრძელი და ლაქი უნდა იყოს მკვეთრი ფერის.
კომენტარი