სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სრული შეცდომაა, რომ „ომიკრონი" სიკვდილიანობას არ იწვევს - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, "ომიკრონის" უპრეცედენტო გავრცელება წითელას მაჩვენებელს უახლოვდება. ის ამასთანავე მაღალი რისკ-ჯგუფის პაციენტებს ასახელებს და ამბობს, რომ სრული შეცდომაა გავრცელებული მოსაზრება, რომ "ომიკრონი" სიკვდილიანობას არ იწვევს:

"ომიკრონის" გავრცელების უპრეცედენტო შესაძლებლობები, რომელიც თითქმის წითელას გავრცელების მაჩვენებლებს უახლოვდება, ჯამური რაოდენობით პაციენტებს თუ შევხედავთ, არ იწვევს ჰოსპიტალიზაციას და არ იწვევს ადამიანების სიკვდილს. ეს არის ძალიან არასწორი ინტერპრეტაცია იქიდან გამომდინარე, რომ ყველა რისკის ადამიანი, განსაკუთრებით ასაკობრივი რისკი, დიაბეტი, ჭარბი წონა, გულ-სისლძარღვთა სისტემის დაავადება, თირკმლის პათოლოგია, მიმდინარე ონკოლოგიური პათოლოგია, ეს ადამიანები რჩებიან მაღალი რისკის პაციენტებად. გამოსავალი აქედან არის პირბადის გამოყენება და "ბუსტერული" დოზის აუცილებლობა. 3 თვე თუ გავიდა აცრიდან აუცილებლად დაიმატეთ "ბუსტერ" დოზა, ეს არის თ9ითქმის 90% გარანტია, რომ მძიმე დაავადება არ განვითარდეს,"- აცხადებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100