სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საუბარი მეძავთან

სახელი: მერი

ასაკი: 30 წლის

თანამდებობა: მეძავი

ჩემი ოცდაერთწლიანი ცხოვრებიდან გამომდინარე დავასკვენი ორი რამ...

პირველი: პასპორტის სურათში ყველა საშინლად გამოდის და მეორე.... ქალის გარეშე ყოფნა მამაკაცს არ შეუძლია (დავაზუსტებ ”მამაკაცს”)...

მერი 15 წლის იყო მეძავობა, რომ დაიწყო და მას მერე ეს მუდმივ შემოსავლის წყაროდ ექცა...

ჰყავს ულამაზესი ქალიშვილი მარიკუნა, რომელიც წელს პირველად მივიდა სკოლაში...

მარიკუნას მამა არასდროს უნახავს, დღემდე სჯერა რომ წერომ მოიყვანა, თუმცა დარწმუნებულია წერო მამამისი ვერანაირად იქნებოდა, რადგან ნისკარტი არ აქვს...

მარიკუნას არ უყვარს დედასთან ერთად საყიდლებზე სიარული... არ მოსწონს მამაკაცების გამჭოლი მზერა და უხამსი შეძახილები...

რას გრძნობს მერი? ალბათ იმას რასაც სხვები, როცა შეურაცხყოფას აყენებენ...

და ამ ყველაფრის შემდეგ დაგებადებად შეკითხვა, რა განსხვავებაა მეძავსა და ქალს შორის?!

ოდესმე გიფიქრიათ რა განსხვავებაა მკვლელსა და აგათა კრისტის შორის?!

არანაირი...

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სხვა ადამიანის მოკვლა, თუ მან ამის ძალა საკუთარ აზროვნებაში იპოვა, რაც შეეხება მიზეზს, ის უკვე იმდენად უმნიშვნელოა, რომ მასზე საუბარიც კი არ ღირს...

შესაბამისად დასკვნა...

ნებისმიერ ქალს შეუძლია გახდეს მეძავი, თუ მან ამის ძალა საკუთარ აზროვნებაში იპოვა... ასეთი ქალები კი დამიჯერეთ უხვად მოიძებნებიან...

- რატომ არ ცდილობ ცხოვრების გამოსწორებს, როცა ხვდები, რომ არასწორად იქცევი... ვკითხე ერთხელ მერის

- რა არის სწორი ცხოვრებაში?

- სწორია ის რომ შეგიძლია იცხოვრო უკეთესად და უარი თქვა მეძავობაზე...

- სკოლაში ბიოლოგიას სწავლობდი?

- კი... რატომ მეკითხები?

- რელიგიას?

- კი... რელიგიასაც...

- და მიპასუხე მაშინ, რომელი იყო სწორი, რელიგიის გაკვეთილი, რომელზეც გასწავლიდნენ ადამ და ევას თუ ბიოლოგიის, რომელზეც გასწავლიდნენ, რომ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა?! ...

მართალი ვიყავი არ გიფიქრია...

არც იმაზე გიფიქრია, რატომ მიყურებს ქუჩაში მამაკაცი, რომელსაც გვერდზე ცოლი მოყვება?!

ჩემს გვერდით უამრავი მამაკაცი ყოფილა, ზოგი მადგანი ეჭვიანობით სკდებოდა, გაცეცხლებული თვალების დანახვაზე... ზოგს პირიქით სიამოვნებდა, რომ ქალი რომელიც მას ეკუთვნოდა სხვების დაუოკებელი ინტერესის წყარო იყო, თითქოს ამით საკუთარი ფასი ეწეოდათ...

-იქნებ ფიქრობენ, რომ უბრალოდ ლამაზი ქალი ხარ და არანაირი სხვა ლტოლვა არ ამოძრავებთ...

- არცერთი ქალი არაა ლამაზი, სანამ მას შიშველს არ იხილავ, მერწმუნე, ქალის სილამაზე ტანსაცმელში და მაკიაჟში არაა, ქალის სილამაზე გაცილებით ღრმაა და მხოლოდ მას შეუძლია დანახვა ვისაც ქალის შიშვლად ნახვის უფლება მიეცემა...

- ალბათ უამრავ მამაკაცს უთქვამს თქვენთვის ლამაზი ხარო?...

- ხუმრობ? რომელი მამაკაცი ხედავდა ჩემში სილამაზეს, როდესაც ტანსაცმელს ვიხდიდი?!...

- მაშინ რატომაა, რომ მამაკაცი რომელსაც გვერდზე მოყვება სასიამოვნო შესახედაობის მეუღლე თქვენსკენ აპარებს თვალებს?

- ოდესმე გიფიქრია, როგორია შენთვის იდეალური მეუღლე?

- ერთგული, ლამაზი და მოსიყვარულე...

- და მხოლოდ?

- რავი...

- მე თუ მკითხავ, ცოლი უნდა იყოს კარგი მეგობარი, ერთგული, ლამაზი, მზრუნველი, გამგები, კარგი დედა და ბოლოს კარგი მეძავი...

- მეძავი?

- კი... შენი მეძავი, მხოლოდ შენი... ოდესმე გიფიქრია, რამდენი მამაკაცი გამორბის ჩემთან იმის გამო, რომ საკუთარ ცოლთან საერთო ენას ვერ პოულობს და ათასნაირი ბარიერის გამო ვერ ახერხებს თუნდაც სიამოვნების მიღებას კოცნით და ჩახუტებით...

- თქვენ ალბათ იდეალური ცოლი იქნებოდით...

- ცდები... მე ვერასდროს ვიქნები იდეალური მეუღლე... მე ყელასთვის იდეალური მეძავი ვარ... ხანდახან მგონია, რომ იმდენად მძიმეა ცხოვრება, ალბათ მეორეჯერაც ასე ვიცხოვრებდი...

- ახლა კი ამოიწურა შენი დრო, კლიენტები მელოდებიან...

მას მერე ორი თვე გავიდა... გუშინ შემთხვევით გავიგე, რომ მერის შვილი მიეტოვებინა და ვიღაც კლიენტთან ერთად უცხოეთში გაქცეულიყო...

დღეს კი მარიკუნა ვნახე, კიბეებზე ჩამომჯდარიყო და მაღლა ცაში აპყრობილი თვალებით რაღაცას ელოდებოდა...

- აქ რას აკეთებ მარიკუნა?

- წეროს ველოდები...

- წეროს?

- დიახ წეროს... მამას მისამართი უნდა გამოვართვა....

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100