სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარიამ ხორგუაშვილი და ლაშა კალანდაძე რუსული გამოცემის ფურცლებზე მოხვდნენ

ერთ-ერთი რუსული საიტი ქართველი ფეხბურთელის, ლაშა კალანდაძისა და მისი მოდელი მეუღლის მარიამ ხორგუაშვილის შესახებ წერს. დრონი.ჯი გთავაზობთ სტატიის თარგმანის მცირე მონაკვეთს:

„2014 წელს ფეხბურთელ ლაშა კალანდაძისა და მოდელ მარიამ ხორგუაშვილის ქორწილი შედგა. იფიქრებთ ალბათ, რა არის ამაში გასაოცარი და მნიშვნელოვანიო, თუმცა, მას შემდეგ, რაც მათი ქორწილის ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა, ახალგაზრდები საუკეთესო წყვილად აღიარეს საქართველოში.

ზოგადად სილამაზე პირობითი ცნებაა და ერთი და იგივე ადამიანებს სხვადასხვა თვალი შეიძლება ლამაზად და ულამაზოდ ერთდროულად აღიქვამდეს - ამაში უცნაური და გასაკვირი არაფერია, გემოვნებაზე ხომ არ კამათობენ.

თუ გინდა, რომ ნამდვილი სიყვარული იპოვნო და მასთან ბედნიერი ოჯახი შექმნა, ამისთვის სილამაზე და ვიზუალი მნიშვნელოვანი არაა. ეს წყვილი სწორედ ამის ნათელი მაგალითია.

როგორც არ უნდა იყოს, ახალგაზრდა ოჯახს გვინდა ყველაფერი საუკეთესო ვუსურვოთ, განსაკუთრებით კი ადამიანური ბედნიერება. ფოტოებზე ისინი ძალიან ბედნიერები ჩანან, ასე რომ, ვფიქრობ მათ ყველაფერი კარგად აქვთ. დაე, ასე გაგრძელდეს“.

სტატიაში ჩასმულია ლაშასა და მარიამის ბავშვის, დემეტრეს ფოტოებიც. რაც შეეხება ჟურნალისტის პოზიციას, ის როგორც ჩანს არ იზიარებს აზრს იმის შესახებ, რომ წყვილი ძალიან ლამაზია. რა თქმა უნდა, ეს მისი სუბიექტური მოსაზრებაა, თუმცა ალბათ თავისივე ქვეყანაში ასეთ წყვილებს იშვიათად ხვდება, თორემ რატომ დაწერდა ლაშასა და მარიამზე, მასალა ხომ ექნებოდა რუსი წყვილების სახით. ავტორმა შეიძლება მცირე ცინიზმიც შეიტანა სტატიაში, თუმცა ფაქტია, რომ რუს მკითხველს ქართველი ახალგაზრდა ოჯახი ძალიან მოეწონა და დადებითი კომენტარებით გამოეხმაურა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100