სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რისი იმედი აქვს ციხეში მყოფ მერაბიშვილს?

ევროპარლამენტის დელეგაციის წევრი კჟიშტოფ ლისეკი სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ლისეკმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

"ის ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედოვნებს, რომ ციხეში ყოფნა ერთ წელზე მეტი არ მოუწევს. ნახევარი საათის განმავლობაში ვისაუბრეთ, მერაბიშვილი არის კარგ ფორმაშია. ბევრი შეკითხვა დამისვა, გარეთ რა ხდება. გაკვირვებული ვარ, რომ არ აქვს ტელევიზორი და ახლობლებთან კონტაქტი. სწორედ აქედან გამომდინარეობდა მისი შეკითხვები, თუ რა ხდება გარეთ. მე ამ საკითხზე იუსტიციის მინისტრს დაველაპარაკები. მას ასევე შეუძლია ნახევარი საათის განმავლობაში გავიდეს სუფთა ჰაერზე. ", - განაცხადა ლისეკმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100