დღე-ღამეში საქართველოში 67 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 67 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 857 933 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 799 850, გარდაიცვალა 12 258 პაციენტი.
კომენტარი