სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოლშევიკებისგან გამწარებული ხევსურების წერილი აშშ–ის პრეზიდენტს

საქართველოს შსს–ს საარქივო სამმართველოში, უამრავ სხვა ისტორიულად ღირებულ ხელნაწერთან ერთად ერთი ხელნაწერი ინახება, რომელიც ერთდროულად მოგგვრით სევდას, სიბრალულს და აღტაცებას, ამავე დროს, იმ ჟინსაც ნათლად გაგრძნობინებთ, რითაც უმამაცესი, გაუტეხელი სულის ხევსურები წითელი უღლისგან საქართველოს გათავისუფლებას ყოვლად წარმოუდგენელი გზით ცდილობდნენ, როგორც იტყვიან, ხავსს ეჭიდებოდნენ... „დრონი.ჯი“ უცვლელად წარმოგიდგენთ წერილს, რომელიც აშშ–ის პრეზიდენტს ხევსურებმა 1936 წელს გაუგზავნეს, ის კი სულ სხვა ადრესატმა, თუმცა, რანგით იგივე პირმა, მხოლოდ 70 წლის შემდეგ – 2006 წელს მიიღო...

ამერიკის დიდს მთავრობას ხევსურეთის წარმომადგენლობის თხოვა

ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს ბალშოვიკებით. გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან ხშირად გვეუბნებიან მაგრამ ჩვენ თანახმა არა ვართ მანამ სრუა დავიხოცებით მთელი ხევსურეთი თანახმად არ ვიქნებით. მართალია იარაღი კი არა გვაქვ მაგრამ ხმლითა და ხანჯრით უნდა ვიომოთ, მაგრა ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით ძრიელის სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწივეთ თორე ცოდო ვართ. იმედი გვაქვს რო მოგვეშველებით თუ გვიშველით თქვენ თუ არა ჩვენი მეშველი აღარა არი. აბა ძმებო უკანასკნელს დღეში იართ ჩვენ.

მთელი ხევსურეთის წარმომადგენლები

გიგა ლიქოკელი

ვ. გორგილაშვილი

23/VI-36 წ.

archive.security.gov.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100