სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნანუაშვილის მიმართვა კბილაშვილს

საქართველოს სახალხო დამცველი 17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მთავარ პროკურორს მიმართავს.

"მიუხედავად იმისა, რომ 17 მაისთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 4 პირი, აშკარაა, რომ აუცილებელია გაგრძელდეს გამოძიება.

საქართველოს სახალხო დამცველი გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ფაქტებზე და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად მიიღონ ადეკვატური ზომები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს საქართველოს ყველა მოქალაქის უსაფრთხოება და არ მოხდეს განსხვავებული აზრის გამო ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დისკრიმინაციული ნიშნით ხელყოფა", - ნათქვამია მიმართვაში.

სახალხო დამცველი მიმართვაში 17 მაისს და შემდგომ დღეებში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებსაც ასახელებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100