სერგეი ლავროვმა ქალიშვილი გაათხოვა და სტუმრად ერთადერთი ქართველი მიიწვია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რამდენიმე დღის წინ ერთადერთი ქალიშვილი გაათხოვა. ეკატერინე ლავროვა ცოლად ალექსანდრე ვინოკუროვს გაჰყვა, რომელიც ფარმაცევტული ბაზრის ლიდერისა და მაგნატის, სემიონ ვინოკუროვის ვაჟია. ამ დღის აღსანიშნავი წვეულება რუსეთის პრეზიდენტის მიღებათა სახლში გაიმართა.
მიღების შემდეგ სტუმრები ზღაპრულ სუფრასთან მიიწვიეს. ტრაპეზის დროს დემუნსტრირებული იყო ფილმი, რომელიც საგანგებოდ ახალდაქორწინებულებზე გადაიღეს - ეკატერინემ და ალექსანდრემ ერთმანეთი ლონდონში გაიცნეს.
ქორწილში მხოლოდ სერგეი ლავროვი ძველი და საიმედო მეგობრები იყვნენ მიწვეულნი: მდიდარი მოსკოველი ბიზნესმენი გრიგორი ბალცერი, ყოფილი მზვერავი იური კობალაძე, ნიუ-იორკიდან საგანგებოდ ამ დღისთვის ჩასული, მილიარდერ ვასილი ანისიმოვის ქალიშვილი და პატარძლის დაქალი ანა ანისიმოვა, ასევე ლონდონის The Leys School-იდან და კემბრიჯის უნივერსიტეტიდან ნეფესთან ჩასული თანაკურსელები.
საღამოს მთავარი სიურპრიზი ვინოკუროვების ოჯახის ძველი მეგობარი - ვალერი ლეონტიევი გახდა, რომელმაც სიძესთან ერთად დუეტში შეასრულა თავისი ცნობილი ჰიტი „ნუ დამივიწყებ“.
ორი სიტყვით იური კობალაძის შესახებ: ის 1949 წელს, თბილისში დაიბადა. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანების დასაწყისში სსრკ-ს საქტელერადიოს კორესპონდენტი იყო დიდ ბრიტანეთში.
სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, პირველ განყოფილებაში მუშაობდა. ამჟამად იმ ფირმის კორპორაციული ურთიერთობების მმართველი დირექტორია, რომელშიც „ეხო მოსკვი“ შედის. ამავე რადიოარხზე სვეტლანა სოროკინასთან ერთად უძღვება გადაცემას „ვ კრუგე სვეტა“.
კომენტარი