სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შენ ჩემი გული მოიპარე" - ნახეთ, როგორ ულოცავენ ანუკი არეშიძე და კახი კალაძე უმცროს ვაჟს ერთი წლის იუბილეს

თბილისის მერის კახი კალაძისა და დიზაინერ ანუკი არეშიძის უმცროსი ვაჟი ნიკოლასი ერთი წლის გახდა.

სოციალურ ქსელში ბიჭუნას ანუკი და კახი ძალიან ემოციური ტექსტით ულოცავენ იუბილეს:

"პირველ დაბადების დღეს გილოცავ ჩემო პატარა კაცო, ნიკოლა! შენ ჩემი გული მოიპარე. სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ" - წერს კახი ინსტაგრამის გვერდზე.

"აი ჩვენი ნიკოლასი, რომელმაც სრულიად შეცვალა ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში! ასმაგად მიმაჯაჭვა სახლზე, შემიცვალა ცნობიერება და დამოკიდებულება ყველაფრის და ყველას მიმართ! მისი ძამიკოებიც კი შეცვალა, უფრო მეტად მზრუნველები და მოსიყვარულეები გახდნენ. თავს დასტრიალებენ ნიკოლას და უვლიან როგორც შეუძლიათ. მოკლედ მის გარშემო ბრუნავს ჩვენი სამყარო. უფლის მადლიერი ვარ ყოველდღე. გმადლობთ ყველას, ყველას, ყველას, რომ არ გავიწყდებათ არცერთი ჩემთვის მნიშვნელოვანი დღე! მიყვარხართ" - ანუკი არეშიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100