სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ნუ იზარმაცებთ, თუ მიზნის მიღწევა გსურთ, გარჯაც მოგიწევთ, ნუ გაართულებთ ურთიერთობას უფროსთან. იყავით დამოუკიდებელი და ენერგიული, რათა სწრაფად დაიწყოთ და დაასრულოთ საქმე.

კურო
პოზიტიური და მიზანმიმართული თუ იქნებით, სირთულეებს მარტივად დაძლევთ. წარმატებული დღე ელით იურისტ, პოლიტიკოს და ეკონომისტ ნიშნებს. ნუ დაიშურებთ ძალას სასურველის მისაღწევად.

ტყუპი
ზოგიერთი დაწყებული საქმე კორექტივების შეტანას, შეცდომების გამოსწორებას საჭიროებს. ნუ შეუშინდებით სიახლეებსა და ცვლილებებს. იყავით დაკვირვებული, გააძლიერეთ უსაფრთხოება.

კირჩხიბი
კონკურენტებთან შებრძოლების შედეგად მოიპოვებთ სასურველს. იყავით დაკვირვებული. ერთგული პარტნიორების იმედი გქონდეთ. საყვარელ ადამიანს სთხოვეთ დახმარება.

ლომი
მეტი დრო დაუთმეთ ყოველდღიურ რუტინას და ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ გართობა. ეცადეთ, ყველა საქმე კარგად გქონდეთ რეალიზებული. კარგი დღეა სამედიცინო შემოწმებისა და სახელმწიფო უწყებებში დოკუმენტების მოსაწესრიგებლად.

ქალწული
ზოგიერთს თავგადასავალი გაიტაცებს, ზოგს არჩევანის გაკეთება მოგიწევთ ძველ ჰობისა და ახალ გასართობს შორის. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ფინანსები და სამემკვიდრეო საკითხი.

სასწორი
მშვიდად გაერკვიეთ მოვლენებში, მოსალოდნელია დაძაბულობა პარტნიორებს შორის. უნდა გათავისუფლდეთ მომაბეზრებელი ჩვევებისგან. იყავით ეკონომიური და დაკვირვებული. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ.

მორიელი
დღეს სწორად უნდა გადაანაწილოთ ვალდებულებები, დაგეგმოთ დღე. კარგი დღეა რედაქტირებისა და არქივთან მუშაობისთვის. მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობისადმი. ზოგიერთს წარმატებული საქმიანი მივლინება, შეხვედრა ელის.

მშვილდოსანი
დღეს კანონისა და წესრიგის მორჩილი უნდა იყოთ. განსაკუთრებით, როცა საქმე ფინანსებს, ბიზნესს ეხება. აკონტროლეთ ხარჯი და შეამცირეთ გასავალი.

თხის რქა
დღეს სწორ გზას ინსტინქტურად მიაგნებთ. სწორად შეარჩიეთ ის გარემოცვა, რომელშიც ტრიალებთ. მოერიდეთ ემოციების გამოვლენას, რათა არ გაირთულოთ საქმიანი და პირადი ურთიერთობები.

მერწყული
დილიდანვე შეადგინეთ სამოქმედო გეგმა. შეხვედრები, მგზავრობა და დოკუმენტების გაფორმება წინასწარ შეათანხმეთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

თევზები
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მივლინებისთვის. ეცადეთ, ერთმანეთში არ აგერიოთ სამსახურებრივი და პირადი ურთიერთობები. მოერიდეთ ფულის ფლანგვას უსარგებლო ნივთებზე. მეტად იყავით ორიენტირებული საკუთარ კეთილდღეობაზე, წარმატებაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100