„სილქნეტი“ პროგრამა „სტარტაპერს“ უერთდება
თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერს“ კიდევ ერთი კომპანია უერთდება. ამჯერად, „სილქნეტი“ სპეციალურად სტარტაპერებისთვის ახალ პროდუქტს - „სილქნეტი სტარტაპერისთვის“ ქმნის და დამწყებ ბიზნესებს მათზე მორგებულ ინტერნეტპაკეტებს სთავაზობს ხელმისაწვდომ ფასად.
”სტარტაპერისა“ და „სილქნეტის“ ერთობლივი შეთავაზებით, სტარტაპერებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ 2 ბიზნესპაკეტიდან ერთ-ერთი და „სილქნეტის“ მომსახურებაზე მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ისარგებლონ.
კერძოდ:
· 34 ლარიანი პაკეტი (99 ლარის ნაცვლად) მოიცავს 8 მბ/წმ-ს
· 69 ლარიანი პაკეტი (229 ლარის ნაცვლად) მოიცავს 18 მბ/წმ-ს
„სილქნეტი სტარტაპერისთვის“ შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია არაუმეტეს 2 წლისა. პაკეტები ძალაშია შეთავაზების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში.
„სილქნეტის“ და „სტარტაპერის“ ერთობლივი შეთავაზებით სარგებლობისთვის სტარტაპერებმა განაცხადი უნდა შეავსონ პროგრამის ვებგვერდზე startuperi.ge. ამავე ვებგვერდზე, ასევე სილქნეტის ცხელი ხაზის საშუალებით (2 100 200) შესაძლებელია დეტალური ინფორმაციის მიღება პაკეტების პირობებისა და ღირებულების შესახებ.
კომენტარი