სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კალაძე: არანაირ წინსვლას და განვითარებას არ აქვს აზრი თუ...

ენერგეტიკის მინისტრიდა ვიცეპრემიერი კახი კალაძე სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„66 წლის წინ, გაეროს საერთაშორისო დეკლარაციაში ადამიანთა უფლებების შესახებ გაკეთდა ჩანაწერი : ყველა ადამიანი იბადება თანასწორი თავისი ღირსებებით და უფლებებით.

თანამედროვე მსოფლიოს მოქალაქის მთავარი ღირებულებაა -თავისუფლება.
მიუხედავად ამისა, ყველა ქვეყანაში ირღვევა ადამიანის უფლებები და არც საქართველოა სამწუხაროდ გამონაკლისი.

თითოეული ჩვენგანის: კანონმდებლების, საზოგადოებრივი ჯგუფების და ცნობადი სახეების, სახელმწიფო სამსახურების, პოლიტიკოსების უმთავრესი მოვალეობაა ვუზრუნველყოთ ქვეყანაში თითოეული მოქალაქის დაცულობა--საქართველოში არ უნდა ხდებოდეს ძალადობა ბავშვებზე, ქალებზე და მოხუცებზე, არ უნდა ხდებოდეს ძალადობა ეთნიკური თუ კონფესიური ნიშნის მიხედვით, სახელმწიფო უნდა იყოს იმის გარანტი, რომ თანამედროვე ცივილიზაციის მთავარი მოთხოვნა--დაცული, თავისუფალი და თანასწორი მოქალაქე არ დარჩეს თითქმის საუკუნის წინ მხოლოდ ქაღალდზე დაწერილ სურვილად, ვინაიდან არანაირ წინსვლას, ეკონომიკურ თუ სოციალურ განვითარებას არ აქვს აზრი ძალადობის და შეუწყნარებლობის ფონზე.“ - წერს კალაძე პირად ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100