სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა უკვე ცნობილია - აღენიშნება თუ არა მალხაზ კობაურს ფსიქიკური პრობლემები?

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვს.

დღეს პროცესზე იმსჯელებენ იმაზე, უნდა დარჩეს თუ არა მალხაზ კობაური პატიმრობაში იმ დრომდე, ვიდრე სასამართლომის საქმეს სრულად განიხილავს.

სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.

შუამდგომლობას მალხაზ კობაურის ადვოკატი დღევანდელ სასამართლო პროცესზე დააყენებს.

პარალელურად, უკვე ცნობილია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ ხადას ხეობაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ჯანმრთელია და ფსიქიკური პრობლემები არ აღენიშნება.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100