ფოთში საცხოვრებელ სახლში დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს
ფოთში ცხრა აპრილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გარდაცვლილი დედა-შვილი იპოვეს.
ცხედრებს წყლით სავსე აბაზანაში მიაგნეს. მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ.
დილით მისულ მომვლელს კარი არავინ გაუღო, რის შესახებაც მან მეზობლებსა და სამართალდამცავებს შეატყობინა. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
კომენტარი