სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"საქართველოს რკინიგზა" გაფრთხილებთ და მოგმართავთ თხოვნით

გაცნობებთ, რომ რკინიგზის სადგურები, სამგზავრო ბაქნები, სარკინიგზო გადასასვლელები, ლიანდაგები, ასევე მატარებლის მოძრაობასთან დაკავშირებული სხვა დაწესებულებები (ტერიტორიები) მომატებული საფრთხის ობიექტებს წარმოადგენენ.

/ ,,საქართველოს რკინიგზამოგმართავთ თხოვნით, რკინიგზა მხოლოდ სპეციალურად განსაზღვრულ და მოწყობილ ადგილებზე გადაკვეთოთ, რათა საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნათ. რკინიგზის ხაზის უსაფრთხოდ გადაკვეთა მოქალაქეებს ფეხით სავალი ხიდების, გვირაბების, გადასასვლელებისა და სპეციალურად მოწყობილი ფენილების მეშვეობით შეუძლიათ.

რკინიგზის ლიანდაგებზე გავლა, იქ, სადაც არარის ნებადართული, სპეციალური ადგილები, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსის 106-ემუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, რომელსაც შესაბამისი სანქციები მოყვება.

პირველ ეტაპზე მოხდება მოქალაქის გაფრთხილება, ხოლო შემდგომ დაჯარიმება, შრომის ანაზღაურების ერთმეათედ მინიმალურ ოდენობამდე. რკინიგზის სადგურებზე, სადაც არარის ხიდი, ან გვირაბი, ქვეითმა ლიანდაგი ფენილზე უნ დაგადაკვეთოს იმ ადგილზე, რომელსაც აქვს მინიშნება ,,გადასასვლელი“. ფენილზე გადასვლამდე მოქალაქე უნდა დარწმუნდეს, რომ ლიანდაგზე არ მოძრაობს მატარებელი, ლოკომოტივი ან ვაგონი. მოძრავი შემადგენლობის მოახლოებისას მოქალაქემ უნდა გაატაროს ის, დარწმუნდეს იმაში, რომ მეორე ლიანდაგზეც არარის მატარებლის მოძრაობა და მხოლოდ ამის მერე გადაკვეთოს ფენილი. რკინიგზის გადასარბენთან გადასვლისას, მოქალაქემ ყურადღება უნდა მიაქციოს შუქნიშანს, ხმოვან სიგნალსა და შლაგბაუმის მდგომარეობას.

გზის გადაკვეთა მხოლოდ ღია შლაგბაუმის დროს არის დაშვებული. ხოლო, თუ გადასარბენზე არარის შლაგბაუმი, მოქალაქე გადასვლამდე უნდა დარწმუნდეს, რომ გადასარბენს არუახლოვდება მოძრავი შემადგენლობა და მხოლოდ ამის მერე გადაკვეთოს გზა. კატეგორიულად აკრძალულია, დაკეტილი შლაგბაუმის დროს გადასვლა, სადგურებსა და გადასარბენებზე გაჩერებული ვაგონების ქვეშ გაძრომა. ასევე აკრძალულია, ლიანდაგის გასაწვრივ სიარული 5 მეტრზე ნაკლებ მანძილზე.

დაუშვებელია, რკინიგზის ხიდებსა და გვირაბებში გასვლა, თუკი იქ არარის ქვეითებისათვის მოწყობილი სპეციალური ბილიკი. კატეგორიულა დაკრძალულია, რკინიგზის ხაზის გადაკვეთა იქ, სადაც არარის შესაბამისი ნიშანი.

,,საქართველოს რკინიგზამოგიწოდებთ , გადაკვეთოთ ლიანდაგები მხოლოდ სპეციალურ გადასასვლელებზე, შესაბამისი წესების დაცვით! და გაუფრთხილდეთ საკუთარ სიცოცხლეს!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100