კომპანიის „Georgian unique wine” პრეზენტაცია და „ხაშმის საფერავის“ დეგუსტაცია
29 ივნისს 20:00 საათზე ქართული ღვინის საინფორმაციო-სარეალიზაციო სივრცეში „ვინერია“ ქართული ღვინის ბრენდის „„Georgian unique wine“ “ - ის პრეზენტაცია გაიმართება, მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, საქსაფონის ფონზე, დააგემოვნონ უნიკალური ღვინო „ხაშმის საფერავი“, მოისმინონ მისი ისტორია და სახლში ღვინით ხელდამშვენებულები დაბრუნდნენ.
კომპანია „Georgian unique wine“ 2018 წლის იანვარში დაფუძნდა და ის მხოლოდ ხაშმის საფერავს, შეზღუდული რაოდენობით აწარმოებს.
რაც შეეხება „ხაშმის საფერავს“ მისი ისტორია მე-12 საუკუნიდან იწყება და თამარ მეფეს უკავშირდება, გადმოცემის თანახმად ძველად იმ ადგილზე სადაც ამჟამად სოფელი ხაშმია ავზნიანი, ანუ ხაშმი მიწა იყო, შესაბამისად ადამიანები შეუძლოდ გრძნობდნენ თავს და იქ დასახლებას ერიდებოდნენ, თამარ მეფემ ამ პრობლემის მოსაგვარებლად სოფელში დავით გარეჯელი ბერები გაგზავნა, რომლებმაც ხაშმში ვენახი გააშენეს, რამაც სასწაული მოახდეინა, მიწა რომელიც ხაშმი იყო, იქცა ადგილად სადაც, დღეს მსოფლიოში საუკეთესო ჯიშის საფერავი მოდის.
მას შემდეგ განვლო 8 საუკუნემ და დღეს ისტორიას დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსიდან გადმოსული, პატარძეულის მამათა მონასტრის ბერები აგრძელებენ, კომპანია “ჯორჯიან იუნიქ ვაინ“ სწორად მათ მიერ დაწურულ ღვინოს გთავაზობთ, ყოველგვარი ქიმიური დანამატებისა და კონსერვატების გარეშე.
კომენტარი