სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მაესტრო" და "კავკასია" ივანიშვილს საერთო საეთერო დროს სთავაზობენ

ტელეკომპანიები "მაესტრო" და "კავკასია" მზად არიან ბიძინა ივანიშვილს საეთერო დრო დაუთმონ . როგორც ტელეკომპანია "მაესტროს" განცხადებაშია ნათქვამი, ფორმატი, რომელსაც ეს ორი ტელეკომპანია ერთობლივად სთავაზობს ბიზნესმენს, განსხვავებული და ფართოა.
მათი ცნობით, პირდაპირ ეთერში მონაწილეობა უნდა მიიღოს ბევრმა ჟურნალისტმა, რათა მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს საზოგადოების ინტერესი, რომელიც გამოწვეულია პოლიტიკურ ასპარეზზე ბიზნესმენის გამოჩენით.

"ამ პირდაპირი ეთერის ნახვა მაყურებელს შეეძლება როგორც დედაქალაქში, ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით სატელიტური მაუწყებლობის მეშვეობით. აგრეთვე, ორივე ტელეკომპანია მზადაა, ამ ღონისძიებაში ჩართოს ყველა სხვა დაინტერესებული მედია საშუალება, რადიოები და ინტერნეტ მაუწყებლები", – ნათქვამია განცხადებაში და ხაზგასმულია, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილის შემთხვევაში, ორივე ტელეკომპანია მზად არის უმოკლეს დროში მოამზადოს ყველაფერი საკუთარი შეთავაზების განსახორციელებლად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100