6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას; დაგეგმეთ ბიუჯეტი. ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს, მათში შეიძლება წუნი აღმოაჩინოთ. მოიწყვეთ განტვირთვის დღე.
კურო
განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს დოკუმენტები, ხელშეკრულებები, გეგმები. კორექტივები შეიტანეთ ყველა საბუთში. უსიამოვნებები დიპლომატიურად მოაგვარეთ. სამსახურში მეტად გამოავლინეთ პროფესიონალიზმი.
ტყუპი
კარგი დღეა წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. ყურადღება გმართებთ ფულის გადახდის (სწავლის, სამედიცინო, კომუნალური) დროს. სხვა დღისთვის გადადეთ მივლინება, მგზავრობა.
კირჩხიბი
დაფიქრდით, შეიძლება ინტუიციურად ხვდებით, რომ არ უნდა ენდოთ კონკრეტულ ადამიანს, რეკლამას, ბანკს, სისტემას. მოერიდეთ ექსპერიმენტებს. მეტი დრო დაუთმეთ შვილების აღზრდის საკითხს.
ლომი
უსიამოვნო საუბარიც კი დიპლომატიურად წარმართეთ. მეტი მოთმინება გმართეთ, როცა უფროსთან, მშობელთან ერთად აგვარებთ პრობლემებს. საქმეების გამო შეიძლება ვერ შეეხმიანოთ მეგობრებს ან ჩამოსცილდეთ მათ.
ქალწული
დაპირებების შესრულების, დამატებითი ვალდებულებების საკუთარ თავზე აღების დღეა. დროებით შეაჩერეთ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან. მეტად ორგანიზებული უნდა იყოთ მოგზაურობისას (ბილეთების შეკვეთისას,
სასწორი
დაგეგმეთ დასვენება, უქმეები, შემოქმედებითი საქმიანობა. მოაწესრიგეთ საბუთები, ფინანსური საკითხები. თამამად დაფიქსირეთ თქვენი მოსაზრება.
მორიელი
მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების, საყვარელი ადამიანების მიმართ. ნუ აჩქარდებით დასკვნების გამოტანისას, როცა საქმე პროფესიულ საკითხებს, უძრავ ქონებას ეხება.
მშვილდოსანი
საქმეების გამო დასვენებისა და ჭამისთვის ვერ მოიცლით. კარგი დღეა ოფიციალური შეხვედრებისთვის. მეტი ყურადღება დაუთმეთ სწორ კვებასა და სამკურნალო შიმშილობას.
თხის რქა
მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარების დღეა. ზოგიერთს მივლინებაც ელის. მეგობრებისა და მფარველების დახმარების იმედი ნუ გექნებათ, ყველაფერი დამოუკიდებლად უნდა მოაგვაროთ. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.
მერწყული
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო, ფინანსური და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. შეადგინეთ ხარჯის სია.
თევზები
სირთულეები შეგხვდებათ, მაგრამ შეუძლებელი და გადაულახავი არაფერია. საცობისა და დაგვიანებების გამო შეიძლება შეფერხდეს საქმეების მოგვარება. გაფრთხილდით, სახლიდან გასვლისას არაფერი დაგრჩეთ. ნუ ენდობით ახალგაცნობილებს.
კომენტარი