სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოდელი, რომელიც მე-20 სართულიდან გადმოვარდა და მკვლელობის ვერსია, რომელზეც დაღუპულის მშობლები საუბრობენ

შემთხვევა ორი თვის წინ მოხდა და დღემდე მისი განხილვა მიმდინარეობს. მალაიზიაში 19 წლის მოდელის ივანა სმიტის ცხედარი მეექვსე სართულზე იპოვნეს, თუმცა გარდაცვალებამდე გოგონა მე-20 სართულზე იმყოფებოდა ერთ-ერთ წვეულებაზე, რომლის მასპინძელიც მდიდარი სვინგერი ცოლ-ქმარი იყო. ცხედარის გაკვეთისას მას ალკოჰოლი და ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩნდა ორგანიზმში. როგორც წვეულების მასპინძლები ჯონსონები ირწმუნებიან, გოგონამ თავი შეუძლოდ იგრძნო, აივანზე გავიდა, რა დროსაც თავი ვერ შეიკავა მეოცე სართულიდან გადავარდა.

ივანას მშობლებს უბედური შემთხვევის არ სჯერათ და კერძო დეტექტივი მარკ უილიამს ტომასი დაიქირავეს, რომელსაც გამოძიება მკვლელობის ხაზით მიჰყავს. ისინი აცხადებენ, რომ მათი შვილის გარდაცვალება ბურუსით არის მოცული და პოლიცია ხელს არ ანძრევს მის გამოსაძიებლად.

მარკმა გაარკვია, რომ მოდელს აქამდე არასდროს გაუსინჯავს ნარკოტიკი და ალკოჰოლი. გარდა ამისა, ცხედარს განმეორებით ექპერტიზაზე კისრის არეში სილურჯეები და მაჯებზე ძალადობის კვალი აღმოაჩნდა, რომელიც პირველადი დათვალიერების დროს ვერ უნახეს. ეს გარემოებები ერთგვარი მტკიცებულებაა იმისა, რომ მოდელი თავს იცავდა თავდასხმისგან. მეზობლების ჩვენების საფუძველზე კი გაირკვა, რომ უბედურ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე ბინიდან ყვირილისა და კამათის ხმა გამოდიოდა.

„ეს შემთხვევა დიდ ბრიტანეთში რომ მომხდარიყო, საქმეს მკვლელობის მუხლით გამოიძიებდნენ“ - აცხადებს კერძო დეტექტივი.

გაურკვეველია რა გავლენა აქვს ჯონსონის ოჯახს სამართალდამცველებზე, თუმცა ფაქტია, რომ საქმეს უბედური შემთხვევის სტატუსი მიენიჭა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100