ედპ-ს ლიდერს უცნობი პირები რუსთაველის გამზირზე დევნიდნენ და ემუქრებოდნენ
საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტსის“ ცნობით, დაახლოებით 23.00 საათზე რუსთაველის გამზირზე, ედპ-ს ოფისიდან გამოსულ ბაჩუკი ქარდავას უცნობმა პირმა მანქანით დევნა მოუწყო და დაემუქრა. მამაკაცი მხოლოდ მას შემდეგ წავიდა შემთხვევის ადგილიდან, რაც თვითმხილველმა პოლიციაში დარეკა და რუსთაველის გამზირზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოჩნდა.
სააგენტოს ცნობით, შავ ჯიპში მჯდომი ერთ-ერთი მოძალადე თავს ვინმე ავთოდ წარადგენდა, აცხადებდა, რომ ვერაზე ცხოვრობს და ქარდავას ხშირად უმეორებდა ფრაზას „თქვენი დრო დასრულდა!“ მასთან ერთად მანქანაში კიდევ რამდენიმე პირი იჯდა. ინციდენტი ყოფილი პარლამენტის შენობის წინ მოხდა.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია აცხადებს , რომ თუ საქართველოში მსგავსი ტიპის ფაქტები განხორციელდება და თუ სამართალდამცავი სტრუქტურები ვერ უზრუნველყოფენ მსგავსი თავდასხმების თავიდან აცილებას, ედპ იტოვებს უფლებას, შესაბამის პიროვნებებს თავად გასცეს პასუხი.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია მოუწოდებს მთაწმინდის პოლიციას, თუ მათ შესწევთ ამის ძალა, გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი.
კომენტარი