სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსხვილი კორუფციული სქემა, რომელშიც, დიდი ალბათობით, ქართული ოცნების დეპუტატი, ალექსანდრე დალაქიშვილი მონაწილეობს

მსხვილი კორუფციული სქემა, რომელშიც, დიდი ალბათობით, ქართული ოცნების დეპუტატი, ალექსანდრე დალაქიშვილი მონაწილეობს.

საქმე ეხება ე.წ. „ქოლცენტრებს“, რომლის დახმარებითაც ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს თაღლითური გზებით ფულს „ჰაერში აბანდებინებენ“... ამის შესახებ სტატიას პრესა.ჯი აქვეყნებს.

ალექსანდრე დალაქიშვილი ერთერთია იმ დეპუტატთაგან, რომელიც ჩართულია ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების ფულის თაღლითური გზით მითვისების სქემაში.

სქემის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები, ყალბი შეთავაზების ფარგლებში, იმ იმედით რომ ფინანსურ მოგებას ნახავენ, მოტყუებით რიცხავენ ფულს მითითებულ ანგარიშზე.

ამ ანგარიშებიდან კი, ფული სხვა ანგარიშებზე ირიცხება და ხდება „ბიტკოინების“ შესყიდვა. საბოლოოდ კი, სწორედ „ბიტკოინები“ ნაწილდება იმ პირებზე, რომლებიც სქემის სათავეში დგანან.

ე.წ. „ქოლცენტრების“ თაღლითური სქემა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში აპრობირებული „ნოუ ჰაუა“. ამ სქემის გამოყენებით, ევროკავშირის ქვეყნების ათასობით მოქალაქემ დაკარგა დანაზოგი, დააბანდა რა, ფული, ყალბი შეთავაზების ფარგლებში...

კავშირი შპს კრიპტო სოლუშენთან

2021 წლის 10 თებერვალს შევსებულ დეკლარაციაში, დეპუტატ დალაქიშვილს მითითებული აქვს რომ ფლობს წილს შპს კრიპტო სოლუშენში. დეკლარაციის მიხედვით მისი წილი, ამ კომპანიაში, 49 პროცენტია.

თუმცა, სავარაუდოდ იმის გამო რომ არსებობდა დიდი ალბათობა მისი ფარული ბიზნეს-საქმიანობის გამოაშკარავების შესახებ, ალექსანდრე დალაქიშვილმა წილი გაასხვისა, რაც ასახულია საჯარო რეესტრშიც.

თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას რომ დალაქიშვილმა, რომელიც დეპუტატობამდე ჭიუათურმანგანუმის შავი შემოსავლის გამნაწილებელი იყო, უარი თქვა ე.წ. „ქოლცენტრების“ უკანონო ბიზნესზე და შესაბამისად, არალეგალურ შემოსავლებზე.

„ქოლცენტრები“ - ძარცვა დისტანციურად

ე.წ. „ქოლცენტრების“ უაკნონო ბიზნესი შემდეგნაირად მუშაობს: კონკრეტულ ოფისში არიან დაქირავებული თანამშრომლები, რომლებიც კარგად ფლობენ უცხო ენებს.

ისინი უკავშირდებიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს და სთავაზობენ რომ დანაზოგი მათ მიერ შეთავაზებული სქემით დააბანდონ. ძირითადად ვირტუალურ სივრცეში.

როდესაც რომელიმე პირი შეთავაზებას დაჰყვება, მათი ფული ირიცხება კონკრეტულ ვირტუალურ ანგარიშზე, იმ პირობით რომ ყოველი გადახდილი 100 ევროდან ის დაიბრუნებს როგორც ძირ თანხას, ისე პროცენტებსაც, მოგების სახით...

„ქოლცენტრის“ თანამშრომლები „ობიექტებს“ არწმუნებენ რომ სისტემა ისეა აწყობილი რომ გადახდილი თანხა თავად გამოიმუშავებს პროცენტებს, მოგების სახით...

თუმცა, როგორც წესი, საბოლოოდ, პირი თაღლითური სქემის მსხვერპლი ხდება და გადახდილ თანხას სრულად ჰკარგავს. შედეგად კი, თაღლითური სქემის უკან მდგომი პირები ათეულობით მილიონი ევროს შემოსავალს იღებენ.

გამოძიება

„ქოლცენტრების“ არალეგალური ბიზნესი, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა, მოქლაქეების ძარცვა, საკმაოდ ძნელია გამოსაძიებლად მაშინ, როდესაც ამ ბიზნესის უკან მდგომ პირებს ხელისუფლება მფარველობს.

საქართველოს შემთხვევაში კი, საქმე ბევრად რთულადაა, გამომდინარე იქიდან რომ ასეთი ბიზნესის უკან, როგორც წესი, ხელისუფლების წარმომადგენლები ან მათთან აფილირებული პირები დგანან.

საქართველოს პროკურატურამ, ცოტა ხნის წინ, მსგავსი თაღლითური სქემის 12 მონაწილეს წაუყენა ბრალი, თუმცა, ისინი, ამ კორუფციული სქემის ყველაზე დაბალი რგოლის წარმომადგენლები იყვნენ.

ამიტომ, დარჩა შთაბეჭდილება რომ პროკურატურის მიზანი, არა ორგანიზებული დამნაშავეების დასჯა-გამოაშკარავება იყო, არამედ, იძულებითი ფორმალობა, რათა იმ ქვეყნებთან ემართლებინა თავი საქართველოს, რომლის მოქალაქეებიც ამ კორუფციული სქემით დაზარალდნენ.

დალაქიშვილის კავშირები

დალაქიშვილი დღეს ფარცხალაძე-მამაცაშვილის კლანს წარმოადგენს. ის, ამავე დროს, პასუხისმგებელია ქვემო ქართლზე, რომელიც მას არჩევნებში აქვს ჩაბარებული.

შესაბამისად, რუსთავსა და მთლიანად ქვემო ქართლში, ძირითადად სწორედ ალექსანდრე დალაქიშვილი აორგანიზებს, მაგალითად,ზონდერ ჯგუფებს.

დალაქიშვილი პირადად იყო ჩართული თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურშიც. კერძოდ, ის რუსთავში, უბნიდან უბანზე გადაადგილდებოდა და სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდა რუსთაველთა ნების იგნორირებას.

ჩვენ, მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით მასთან დაკავშირებას, მაგრამ დალაქიშვილი, რომელიც სხვადასხვა მანქანით გადაადგილდება (რენჯ-როვერი, ქემრი, ლექსუსი), როგორც ჩანს, მედიის წარმომადგენლებს არ პასუხობს.



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100