რამზან კადიროვის ბოლო არაოფიციალური ინტერვიუს პიკანტური დეტალები
ცხადია, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი არ არის უარყოფითად განწყობილი რუსული მედიისა და კონკრეტულად, „კომსომოლსკაია პრავდას“ მიმართ, მაგრამ ჟურნალისტ ალექსანდრე გამოვს ინტერვიუზე მაინც უარი უთხრა: „ძალიან ცოტა დრო მაქვს“, - თქვა მან. „მაშინ, უბრალოდ, ვისაუბროთ“, - სთხოვა ჟურნალისტმა. კადიროვი დათანხმდა, ხოლო „კომსომოლსკაია პრავდამ“, რა თქმა უნდა, ეს საუბარი გამოაქვეყნა. „დრონი.ჯი“ გთავაზობთ ამ ინტერვიუს აპოლიტიკურ ფრაგმენტებს:
მოკლე კაბების გამო ჯოჯოხეთში მოხვედრაზე:
„-როგორც ვხედავ, ან ამ საკითხისადმი რამზან კადიროვის დამოკიდებულება შეიცვალა, ან ჩეჩენი გოგონები გახდნენ ურჩები: ვხედავ, მუხლზემოთ კაბებითა და დეკოლტეებით დადიან. რა, ამის ნება ისევ დართეთ?
-არც ამიკრძალავს მათთვის. ამის უფლება არ მაქვს. მხოლოდ სახლში შემიძლია ავკრძალო რამე, რესპუბლიკის ტერიტორიაზე კი - რჩევები მივცე, პროპაგანდა ჩავატარო, რომ ეს ცუდია, ის კიდევ - კარგი.
-მაგრამ ეს ხომ კარგია - ქალებს ფეხები, მხრები უჩანთ - ლამაზია...
-ჩემთვის ცუდია, რადგან ვიცი, რომ ასეთი ჩაცმულობის გამო ისინი ჯოჯოხეთში მოხვდებიან...
-როგორ, ასე პირდაპირ და განუსჯელად?
-არა, მხოლოდ ჩაცმულობის გამო არა, თუ ამ ჩაცმულობას გარყვნილებაც ახლავს თან. ამის გამო სული მტკივა. ჩვენთან არიან რუსი გოგოები, რომლებიც ჯინსებში, მაისურებში დადიან - ბევრი ჩამოსულია. მაგრამ, როგორც ხედავთ, ჩეჩენი გოგოებიც დადიან მოკლე კაბებითა და დეკოლტეებით. ვერაფერს ვიზამთ - ჩვენ ხომ რუსეთის ფედერაციის სიბიექტები ვართ...
ისე კი, რა არის ცუდი იმაში, რომ გრძელი კაბა და პიჯაკი ჩაიცვა? ეს სპორტული მაისურები კიდევ, გამჭვირველეებია - ეგ სპორტშია კარგი და არა ქუჩაში. წვეულებაზე წვეულების შესაფერისად უნდა გეცვას, კლუბში - კლუბურად და სამსახურში - სამსახურის შესაფერისად. ამიტომაც ვთქვი, რომ უნდა გაარჩიონ, სად მიდიან - აბანოში თუ სახელმწიფო დაწესებულებებში. ზოგიერთებმა კი ჩემი ნათქვამი გააბუქეს.
-და რუსი გოგოები? ისინი არ ხვდებიან ჯოჯოხეთში?
- მათ თავიანთი რელიგია აქვთ, ამიტომ მე უფლებაც კი არ მაქვს, მათ ტანსაცმლის ფორმაზე ვესაუბრო. ვიცი, რომ როცა ეკლესიაში შედიან, ისინი გრძელ კაბას იცვამენ და დეკოლტესაც იფარავენ. ღმერთი ყველგანაა.
სისხლის აღების წესზე:
-ჩვენთან ახლა აღარ მოქმედებს ეს წესი - წარსულს ჩაბარდა. 448 მოსისხლე მხარე არსებობდა. ყველაზე ძველი სისხლიანი ქიშპობა 105-107 წლის წინ იყო დაწყებული და თაობებზე გადადიოდა. ჩვენ ყველანი შევარიგეთ.
-როგორ მოახერხეთ?
-ყველა მოსისხლე შევკრიბეთ მეჩეთში, ჩვენი რელიგიური მოღვაწეების მეშვეობით, შევარიგეთ და მადლობა გადავუხადეთ. ვისთანაც მოლაპარაკება არ ხერხდებოდა, პირადად მივდიოდი და ალაჰის სახელით ვთხოვდი. სწორედ მისი შეწევნით გამოვიდა ეს საქმე.
-თქვენს მტრებს თუ აპატიეთ? ვინც მამა მოგიკლათ?
-ყველას შევუნდე. ახლა ვინც ცოცხალია, არავის მიმართ ადამიანური პრეტენზია არ მაქვს.
- როცა ჩემმა მეგობრებმა მოსკოვში გაიგეს, რომ თქვენთან მოვდიოდი, მთხოვეს მეკითხა, მას შემდეგ, რაც ჩეჩნები საბოლოოდ აღადგენენ რესპუბლიკას, ისევ ხომ არ დაგვიწყებენ ომს და ხომ არ მოინდომებენ რუსეთიდან გასვლას? ჩეჩნები ხომ ეშმაკი ხალხია...
-ჩეჩნები? ჩეჩნები ყველაზე სამართლიანი ხალხია...
-ანუ, არ მოგვატყებთ?
-ჩეჩენი, რომელიც ცხოვრებაში რაიმე პირობას დებს, იმ პირობას უსიკვდილოდ ასრულებს. თუ ვინმე სხვაგვარად ფიქრობს, ესე იგი, არ გვიცნობს. იმ ომში, რომელიც იყო, მეც დავკარგე ბევრი ნათესავი და მეგობარი. და გამეორება არ არის საჭირო. ამიტომაც ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ რუსეთს.
-თქვენს პორტრეტებს რა ვუყოთ, გროზნოსა და სხვა ქალაქების ქუჩებში?
- რა უნდა ვუყოთ? კადიროვამდე უამრავი ხელმძღვანელი იყო და მათ შორის კარგებიც იყვნენ, მაგრამ მათ ვერ მოახერხეს კეთილდღეობის მოპოვება ხალხისთვის. კადიროვი კი ყველა კაპიკს დანიშნულების პუნქტზე მისვლამდე აკონტროლებს, დღესა და ღამეს ასწორებს. ამიტომაა პორტრეტებიც. საზოგადოება და ხელისუფლება ერთად უნდა იყვნენ.
-მაგრამ პორტრეტებზე მხოლოდ კადიროვია. საზოგადოება არ ჩანს.
-საზოგადოებამ გამოფინა ის პორტრეტები. მე ერთი კადიროვი ვარ, საზოგადოება კი - მილიონზე მეტი. ამიტომაც ჩამომკიდეს. არა, მე კი არა, ჩემი პორტრეტი ჩამოკიდეს.
მოტაცებაზე და ცოლებზე:
-მახსოვს, თქვენ სასტიკი წინააღმდეგი იყავით საცოლეების მოტაცების...
-ჩვენთან უკვე აღარ იტაცებენ.
-მაგრამ ეს ხომ ძველი ჩვეულებაა? რატომ ხართ მისი წინააღმდეგი? თქვენ რა, თქვენი მეუღლე, მედნი არ მოგიტაციათ?
-არა.
-აბა, თვითონ დაგთანხმდათ ცოლობაზე?
-ჩვენი უხუცესები და ავტორიტეტული პირები გავგზავნეთ მედნის ნათესავებთან. იქ შესაბამისი რელიგიური რიტუალი შესრულდა და მედნი წამოიყვანეს. საერთოდ, ჩეჩნეთი კულტურული ქვეყანა ხდება. აი, არაყიც ავკრძალეთ. კი არ ავკრძალეთ, დილის რვიდან ათ საათამდე იყიდება. რა საჭიროა ამდენი ლოთი? აკლოჰოლიზმით უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე ტერორიზმით.
-თქვენ არასდროს დაგილევიათ?
-არა.გემოც არ ვიცი, როგორია.
- და ვისაც დალევა უნდა, რა ქნას? იქნებ ამიტომ არიან ჩეჩნეთში რუსები ცოტანი? ამაზე გიფიქრიათ?
-სერიოზულად მეკითხებით? რუსების მოსაზიდად სმა უნდა დავიწყოთ? არა! ვისაც დალევა უნდა, დილით იყიდოს, ორი საათის განმავლობაში.
-რომ დაიწყონ და არ ეყოთ?
- ბევრი იყიდონ, მთელი ჩანთა აავსონ...
კომენტარი