დავით ივანოვი, რომელიც ვარკეთილში, საცხოვრებელი კორპუსიდან უმისამართოდ ისროდა, სამართალდამცველებმა დააკავეს
დავით ივანოვი, რომელიც ვარკეთილში, საცხოვრებელი კორპუსიდან უმისამართოდ ისროდა, სამართალდამცველებმა დააკავეს.
სროლის დროს სახლში მისი ცოლ-შვილიც იმყოფებოდა. ივანოვმა გასროლა მისივე კუთვნილი იარაღიდან მოახდინა. არსებული ინფორმაციით, სროლას წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა. ცნობილი ხდება, რომ მამაკაცს შემაკავებული ორდერი აქვს გამოწერილი და ოჯახური კონქფლიქტის ნიადაგზე ის პირობითი მსჯავრის ქვეშაც იმყოფებოდა
მამაკაცი სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაშია. შუამთის 22 ნომერი სამართალდამცველების ალყაში დილიდან იყო მოქცეული. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი და ჯავშანტექნიკა.
კომენტარი