სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალმა ВАЗ 2109-ის საჭესთან БТР-80 გატარნა

შემთხვევა ნიჟეგოროდის ოლქში მოხდა: ავტომაგისტრალზე ერთმანეთს ВАЗ 2109 და БТР-80 შეეჯახა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, საგზაო შემთხვევა მთლიანად „09“-ის მძღოლი ქერათმიანი, 30 წლის ქალის კისერზეა, რომელიც სწრაფად მოძრაობდა, ჯავშანტრანსპორტიორის გამოჩენაზე თუ მასზე შემომსხდარი მამაკაცების ღიმილზე დაიბნა და ჯავშანმანქანას ბორბლებქვეშ შეუვარდა - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

გატარნვის მიუხედავად, რასაკვირველია, ჯავშანტრანსპორტიორი არ დაზიანებულა. არც სამხედროები დაზარალებულან, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ერთი ჯარისკაცი ჯავშანმანქანიდან გადმოვარდა და დაბეჟილობა მიიღო.

აი, „09“-ის მძღოლი კი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა: მაშველების მოსვლამდე იგი ჩაჭეჭყილი მანქანიდან სამხედროებმა ამოიყვანეს და საავადმყოფოშიც ჯავშანტრანსპორტიორით მიიყვანეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100