პროხოროვთან საუბრისას ჟურნალისტმა კორუფციასთან ბრძოლის მაგალითად საქართველო დაასახელა
რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ პროხოროვის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი პირად ხასიათს ატარებს.
პროხოროვმა ამის შესახებ ტელეკომპანია NTV-ს ეთერში განაცხადა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიული საკითხების გადაწყვეტას მოლაპარაკებების მაგიდასთან შეეცდება.
“გულახდილად რომ გითხრათ, მე, როგორც მოქალაქეს, კონფლიქტის მიზეზი კარგად არ მესმის. ვფიქრობ, ის ქვეყნებს შორის კი არა, პირად ხასიათს ატარებს. მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში. ჩვენ ხშირად ვურთიერთობთ, ისინი ხშირად ჩამოდიან ჩემთან სტუმრად, ასე, რომ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. რაც შეეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ეს საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გადაიჭრას”, - განაცხადა პროხოროვმა.
ამასთან, გადაცემაში რუსეთში არსებული კორუფციული სისტემა განიხილეს.
აღნიშნულ თემაზე საუბრისას ჟურნალისტმა ქსენია სოკოლოვამ კორუფციასთან ბრძოლის მაგალითად საქართველო დაასახელა.
ჩემი აზრით, კორუფციასთან ბრძოლის მაგალითი და ეს მე საკუთარი თვალით ვნახე, საქართველოა. მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო. ქვეყანაში, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის სიმბოლო იყო, ეს პრობლემა მთლიანად აღმოიფხვრა. სააკაშვილზე შესაძლოა, კარგად და ცუდად ვილაპარაკოთ, მაგრამ ფაქტი სახეზეა – საქართველოში კორუფცია აღარ არსებობს", - განაცხადა სოკოლოვამ.
კომენტარი