სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლოტკინზე გვიან ღამით მომხდარი მკვლელობა გამთენიისას გახსნეს

3 ნოემბერს, გვიან ღამით ლოტკინის დასახლებაში მომხდარი მკვლელობა უკვე გახსნილია. 26 წლის გელა ვარძელაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისივე თანატოლი და მეზობელი აღმოჩნდა. სამართალდამცველებმა იგი რამდენიმე საათის წინ აიყვანეს.

მკვლელობის მოტივი უცნობია, მისი მიზეზი კი ურთიერთშელაპარაკება გახდა. მეზობლები ერთად ქეიფობდნენ, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. ამის შემდეგ გელა ვარძელაშვილს ეჭვმიტანილმა დანა სამჯერ დაარტყა, მათ შორის ერთხელ - გულმკერდის არეში.

სასწრაფო დახმარების ბრიგადას გელა ვარძელაშვილი გარდაცვლილი დახვდა. მეზობლები გარდაცვლილს დადებითად ახასიათებენ. მათი თქმით, გელა ვარძელაშვილი არ იყო კონფლიქტური პიროვნება და უამრავი დადებითი თვისებით გამოირჩეოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100