სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარიამობის დღესასწაული ჩერნოვეცკიმ ქობულეთის სახლის ეზოში სანაპირო ზოლზე უფასო კონცერტით აღნიშნა

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქობულეთში მცხოვრებმა კიევის ყოფილმა მერმა ქობულეთელებს და ქობულეთის სტუმრებს საკუთარი სახლის ეზოში , სანაპირო ზოლზე უმასპინძლა, სადაც გაიმართა გრანდიოზული უფასო კონცერტი ქართული ესტრადის ვარსკვლავების – ნინი ბადურაშვილის, ანრი ჯოხაძის , ქუჩის ბიჭების, ლაშა ღლონტის და ლექსენის მონაწილეობით, კონცერტის წამყანები თამუნა მუსერიძე და ქეთი ხატიაშვილი იყვნენ. კონცერტის ბოლოს იყო ულამაზესი ცეცხლოვანი შოუ და 7 წუთიანი ფეიერვერკი. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა, მას 4,000–მდე მაყურებელი დაესწრო.

„ბედნიერი ვარ, რომ ამდენ მომღიმარ და გახარებულ ბავშვს და სტუმარს ვხედავ ჩემი სახლის ეზოში ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულზე, მადლობა ყველას ვინც მოვიდა ჩემთან და ჩემს ოჯახთან და აღნიშნა ეს ბრწყინვალე დღესასწაული „ - აცხადებს ლეონიდ ჩერნოვეცკი თავისი ფონდის პრეს სამსახურთან

„ფანტასტიური საღამო გამოვიდა, ძალიან ბევრი მაყურებელი, მათი საყვარელი საკონცერტო შემსრულებლები, ულამაზესი კონცერტის წამყვანები, ფეიერვერკი და დადებითი განწყობა. ვულოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს ჩვენი მესამე კონცერტია, რომელსაც ქობულეთში ვატარებთ და ეს ტრადიცია მომავალში აუცილებლად გაგრძელდება. როგორც მაყურებელს დავპირდით შემდეგი კონცერტი საახალწლოდ გაიმართება ქობულეთში, სადაც მაყურებელს დაუვიწყარ სანახაობას ვპირდებით - აცხადებს ჩერნოვეცკის ფონდის პრეზინდტი გიორგი ქვრივიშვილი 25–ე არხთან ინტერვიუში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100