სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ აპირებს საქართველო „ევროვიზია 2013“-ზე გამარჯვებას?

ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი ევროვიზია 2013-ისთვის უკვე აქტიურად ემზადებიან. Droni.ge-მ სცადა გაერკვია, როგორია ქართველი კონკურსანტების წინასაკონკურსო პერიოდი და როგორ აპირებენ ისინი ევროპელი მსმენელის გულის მოგებას.

რა ემოციაა როდესაც კონკურსის გარეშე გასახელებენ ევროვიზიის მონაწილედ?

ნოდიკო ტატიშვილი: ნამდვილად არ მიფიქრია ევროვიზიის მონაწილეობაზე არც შარშან და არც წელს, სულ სხვა გეგმები მქონდა, 2 თვით ამერიკაში სასწავლებლად ვაპირებდი წასვლას და ამისთვის ყველაფერი მზად მქონდა, მაგრამ ამ სასიხარულო მოულედნელობამ ყველაფერი შეცვალა. ძალიან გამიხარდა ნამდვილად. რათქმაუნდა არ ველოდი, თან როდესაც კონკურსის გარეშე გარჩევენ ეს უფრო მეტად სასიხარულოა. რა შემიძლია ვთქვა, გარდა იმისა, რომ მე და სოფო ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ვასახელოთ

სოფო გელოვანი: შოკში ვიყავი ეს რომ გავიგე, ნამდვილად არ ველოდი, და ძალიან გამიხარდა. მე და ნოდიკოს ხშირად გვიმღერია ერთად, მაგრამ დუეტში ჩვენი დასახელება მართლაც, რომ მოულოდნელი იყო. მინდა ვთქვა, რომ მაქსიმალურს გავაკეთებთ ორივე.

რატომ შეირჩა საკონკურსო სიმღერისთვის შვედი კომპოზიტორი ტომას ჯეი სონი და არა სხვა?

ნათია უზნაძე („ევროვიზია საქართველოს“ ერთ-ერთი ორგანიზატორი): კომპოზიტორი შეირჩა შემდეგი თვალსაზრისით: ტომას ჯეი სონს ევროვიზიის კონკურსისთვის ყველაზე მეტი 65 სიმღერა აქვს შექმნილი, ასევე ის არის 2012 წლის ევროვიზიის გამარჯვებული სიმღერის „ეიფორიის“ ავტორიც, ამიტომაც ლოგიკურია, რომ ეს კომპოზიტორი ავარჩიეთ, თან ეს პიარისთვისაც კარგია, რადგან მომგებიანია, როდესაც იმ ქვეყნის კომპოზიტორი გიწერს სიმღერას, რომელ ქვეყანაშიც კონკურსი ტარდება.

ნოდიკო ტატიშვილი: ტომას ჯეი სონი ძალიან მაგარი კომპოზიტორია, მისი სიმღერები ყოველთვის ფინალში ხვდება ხოლმე, ის ყოველთვის წარმატებულია ევროვიზიაზე, სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ სწორედ ტომას ჯეი სონი ყოფილიყო კომპოზიტორი. მან ძალიან თბილი დამოკიდებულება გამოხატა ჩემი და სოფოს მიმართ. ამჟამად სიმღერის მოლოდინში ვართ და ცოტა ვნერვიულობთ არ ვიცით როგორი იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ სიმღერას მოვირგებთ და კარგად წარვსდგებით ევროვიზიაზე.

სოფო გელოვანი - როდესაც ტომას ჯეი სონს ჩემი და ნოდიკოს სიმღერები გადაეგზავნა, ძლიან დადებითი რეაქცია წამოვიდა მისგან. ძალიან კარგი კომპოზიტორია და ვფიქრობ, რომ სიმღერაც კარგი იქნება, უკვე დღე-დღეზე ველოდებით სიმღერას და ცოტა ვნერვიულობთ, მაგრამ ვფიქრობ რომ მოლოდინები გამართლდება.

ქართველ კომპოზიტორებს, გული ხომ არ დაწყდათ, როდესაც გაიგეს, რომ ევროვიზიის სიმღერის კომპოზიტორი შვედი უნდა იყოს და არა ქართველი?

ნათია უზნაძე: არა რათქმაუნდა არა, არ ყოფილა მსგავსი ფაქტი. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ქართველ კომპოზიტორს, და ნამდვილად არ გვიფიქრია, რომ შეიძლება გულისწყვეტა ყოფილიყო. უბრალოდ კონკურსისთვის როგორც უკეთესია ისე ვიქცევით.

ნოდიკო ტატიშვილი: ჩემი აზრით ეს ნამდვილად არ არის გულდასაწყვეტი, ქართველი კომპოზიტორების უმეტესობა ჩემი ახლობელი და მეგობარია და ნამდვილად მსგავსი არაფერი უთქვამთ, თან ჩემი აზრით ის უფრო გულდასაწყვეტი იქნებოდა, რომ კონკურსი გამოხადებულიყო ქართველ კომპოზიტორებს შორის და იქიდან ერთი არჩეულიყო, ეს უფრო გულისწყვეტას გამოიწვევდა.

საქართველოსთვის ხომ არ არის ძვირი სიამოვნება, როდესაც სიმღერას ასეთი სახელგანთქმული კომპოზიტორი გიწერს?

ნათია უზნაძე: არა მინდა ვთქვა რომ სულაც, არა. როდესაც მოლაპარაკებები დასრულდება და ყველაფერი გაირკვევა, მე შემიძლია ხარჯთაღრიცხვა ნებისმიერ მსურველს ვანახო, ასევე დავსძენ ხმამაღლა, რომ პირიქით იმაზე იაფი ჯდება ეს „ სიამოვნება“ ვიდრე საქართველოში ნებისმიერ კომპოზიტორთან დაჯდებოდა. ასევე მინდა ავღნიშნო რომ ტომას ჯეი სონი მარტო სიმღერას არ წერს, ის ასევე აკეთებს არანჯირებას, მასტერინგს და ასევე წერს სიმღერის ტექსტსაც.

მარტო ქართველი მონაწილეებისათვის წერს სიმღერას ტომას ჯეი სონი წლევანდელ ევროვიზიაზე თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვისაც?

ნოდიკო ტატიშვილი: გუშინ ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზე დაიდო ინფორმაცია კონკურსის მონაწილეებზე, სადაც ტომას ჯეი სონი მხოლოდ ქართველი კონკურსანტების კომპოზიტორად არის დასახელებული, თუმცა შეიძლება სხვა ქვეყნის კონკურსანტებისთვისაც დაწეროს სიმღერა, ეს არანაირ პრობლემას არწარმოადგენს.

ვინ იქნება საქართველოს სპონსორი „ევროვიზია 2013“-ზე?

ნათია უზნაძე - საზოგადოებრივი მაუწყებელი ამჟამად სპონსორის ძიებაშია და სულ მალე დაგისახელებთ, თუ ვინ იქნება საქართველო სპონსორი „ევროვიზია 2013“-ზე.

რა ეტაპზეა ამჟამად ევროვიზიისთვის მზადება?

ნოდიკო ტატიშვილი: ამ ეტაპზე ვიცით, რომ კომპოზიტორი იქნება ტომას ჯეი სონი, ჩვენს ჩაცმულობაზე ავთანდილი იზრუნებს და დანარჩენს უკვე ნელ-ნელა გავაკეთებთ.

როგორ აფასებთ კონკურსზე საქართველოს შანსებს?

ნათია უზნაძე: ძალიან რთულია წინასწარ რამის თქმა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საუკეთესოდ წარვსდგეთ კონკურსზე და ნოდიკო და სოფოს იმედიც ძლიან გვაქვს, ისინი ძალიან ნიჭიერები არიან, და სწორედ ამიტომ დავასახელეთ ”ევროვიზია 2013“ - ის კონკურსანტებად.

ნოდიკო ტატიშვილი: ეს ძალაინ არაპროგნოზირებადი კონკურსია, ამიტომაც წინსაწარ რამის თქმა ძალიან რთულია, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ მე და სოფო ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კონკურსზე ღირსეულად წარვსდგეთ. შანსები სიმღერის თვალსაზრისით იქნება ის, რომ მე და სოფო თავს არ დავზოგავთ, კომპოზიტორიც მოლაპარაკების რეჟიმში მაქსიმალურად ცდილობს, რომ სიმღერა ისეთი იყოს, როგორიც უნდა იყოს. მოკლედ აქედან მზად წავალთ, აი იქ რა იქნება ეგ უკვე არ ვიცი.

სოფო გელოვანი: ჩვენ საკუთარი თავის იმედი ნამდვილად გვაქვს, და მე პირადად ათეულში ნამდვილად ვხედავ საქართველოს, ყველაფერი წინ არის და ვნახოთ რა იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100