მარიამ ახობაძესა და მალხაზ ქვრივიშვილს ვაჟი შეეძინათ
მსახიობმა მალხაზ ქვრივიშვილმა 2 წლის წინ იქორწინა მარიამ ახობაძეზე. წყვილი პირველ შვილს დიდხანს ელოდა და ეს მოლოდინი 8 დეკემბერს პატარა ანდრიას დაბადებით დაგვირგვინდა. ჩვენ მალხაზ ქვრივიშვილს დავუკავშირდით:
- მალხაზ, გილოცავთ ვაჟის შეძენას, რამდენი კილო დაიბადა ანდრია?
- ანდრია 8 დეკემბერს გაჩნდა. მისი წონა 3.700 კგ-ია და რამდენიმე წუთის წინ მოვიყვანეთ შინ (ჩაწერილია 13 დეკემბერს, ანდრიაობას).
- ვის პატივსაცემად დაარქვით ანდრია ახალშობილს?
- მე და ჩემმა მეუღლემ ჯვარი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში დავიწერეთ და ამიტომ დავარქვით პატარას ანდრია.
გაზეთი "ყველა სიახლე"
კომენტარი