სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნადია სავჩენკო სასამართლომ დამნაშავედ სცნო

ნადია სავჩენკო სასამართლომ რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში დამნაშავედ სცნო. პროკურატურა უკრაინელი მფრინავისთვის 23 წლიან პატიმრობას მოითხოვს.

ნადია სავჩენკოს 2014 წელს ლუგანსკის ოლქში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ადანაშაულებენ, თავად დაკავებული ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ის სეპარატისტებმა, ჟურნალისტების დაღუპვამდე ტყვედ აიყვანეს და რუსულ მხარეს გადასცეს. დღევანდელ პროცესზე დასწრებას გეგმავდა მინსკის საკონტაქტო ჯგუფში კიევის წარმომადგენელიც, თუმცა ირინა გერაშენკო რუსმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100