სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

უსმინეთ მხოლოდ საკუთარ თავს და ნუ ენდობით სხვათა რჩევებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც კარგად არ იცნობთ. ეფექტურობისთვის და კარგი შედეგის მისაღებად იმოქმედეთ მიღებული ნორმებისა და წესების დაცვით.

კურო

რაც არ უნდა რთულად მოგეჩვენოთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ პირველხარისხოვანი საქმეები, რომლებიც მომენტალურად უნდა შეასრულოთ და შემდეგ უკვე დანარჩენზე იზრუნეთ.

ტყუპები

სარიკსო გადაწყვეტილებების მიღებისას კარგად დაუფიქრდით მოსალოდნელ შედეგებს და გაიაზრეთ რამდენად სასიკეთოა ეს თქვენთვის, თქვენი მომავლისთვის, კარიერისთვის და შესაბამისად იმოქმედეთ.

კირჩხიბი

სწორად გადაანაწილეთ დრო და შეეცადეთ მიჰყვეთ დასახულ გეგმას, არის ალბათობა გაუთვალისწინებელი მიზეზების ან შემთხვევის გამო დროულად ვერ მიხვიდეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, ამით კი ხელიდან გაუშვებთ კარგ შანსებს.

ლომი

შესაძლოა დღეს მნიშვნელოვანი წინადადებით მოგმართონ, რომელიც საინტერესოდ არ მოგეჩვენებათ მაგრამ იძულებული იქნებით თავაზიანობის გამო მიიღოთ, თუმცა სულ მალე ძალიან საინტერსო და პერსპექტიულ მხარეებსაც აღმოაჩენთ.

ქალწული

თვალი აარიდეთ წვრილმან გაუგებრობებს და შეეცადეთ დაინახოთ ის, რაც მნიშვნელოვანი და ღირებულია. წინააღმდეგ შემთვევაში შესაძლოა გამოგეპაროთ მნიშვნელოვანი რამ, რასაც შემდეგ ძალიან ინანებთ.

სასწორი

დღეს შესაძლოა ჩვეული ლოგიკითა და სტანდარტებით გაგიჭირდეთ სამუშაო რიტმისა და სამუშაო პროცესის მიყოლა, დრო დადგა შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება საქმის მიმართ ან იფიქროთ ახალ სამსახურზე.

მორიელი

შესაძლოა დღეს, სრულიად შემთვევით, უცხო გარემოში გაიგოთ თქვენს შესახებ ინფორმაცია, რაც კარგ სამსახურს გაგიწევთ მომავალ საქმიანობაში და მნიშვნელოვნად გადაასწრებთ კონკურენტებს.

მშვილდოსანი

შეგიძლიათ გაბედულად გადადგათ ნაბიჯი თქვენი ოცნების რეალიზებისკენ, მოუსმინეთ ყველას, მაგრამ იმოქმედეთ საკუთარი გონების კარნახითა და ლოგიკაზე დაყრდნობით.

თხის რქა

შესაძლოა დღეს მოგიწიოთ საკუთარი საქმეების გვერდზე გადადება იმისთვის, რომ მხარში დაუდგეთ ახლობელ ადამიანს, თუმცა ყოველივე კარგად გაიაზრეთ და იმოქმედეთ არა ემოციებით, არამედ ჯანსაღი აზრის გათვალისიწინებით.

მერწყული

თავი შეიკავეთ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანისგან და საფრთხეს ნუ შეუქმნით აწყობილ საქმეს და თქვენს კარიერას. ყურადღება გამოიჩინეთ აგრეთვე ჯანმრთელობის მიმართ.

თევზები

ეცადეთ მეტად ენდოთ თქვენს ახლობელ ადამიანებს და ელოდეთ სასიამოვნო სიურპრიზებს, შესაძლოა მიიღოთ ის, რაზეც ოცნებობდით ან რისკენაც ისწრაფვოდით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100