სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიდევ ერთი Golden Brand Vivus.ge-სთვის

Vivus.ge Golden Brand- ის მფლობელი გახდა. კომპანია აღნიშნული ჯილდოთი უკვე მეორე წელი ჯილდოვდება. Vivus.ge-ს Golden Brand Award 2015 საუკეთესო ონლაინ სესხების კატეგორიაში გადაეცა.

„კომპანია „4Finance“, რომელსაც ბრენდი Vivus ეკუთვნის, ლატვიაში დაარსდა და უკვე 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს 15 ქვეყანაში. Vivus.ge ძალიან სწრაფად გახდა ლიდერი ონლაინ სესხების სფეროში, რაც კომპანიის ღირებულებებისა და სწრაფი და უნაკლო მომსახურების დამსახურებაა. Vivus.ge-ს, ასევე, კონკურენტებთან შედარებით გაცილებით დაბალი საკომისიო აქვს სესხზე, რაც მას უპირატესობაში აყენებს. ჩვენი სწრაფი ზრდა გამოწვეულია მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული სერვისითა და უმაღლესი დონის მენეჯმენტით.“ – განაცხადა Vivus.ge-ს გენერალურმა დირექტორმა, ლაშა ბზარაშვილმა.

გოლდენ ბრენდი სხვადასხვა კატეგორიაში ლიდერ კომპანიებს აჯილდოვებს. დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა, სადაც დამსწრე სტუმრებს შორის იყვნენ წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები, სამთავრობო და დიპლომატიური კორპუსის წევრები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100