სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნახეთ, რას წერენ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის ტრაგედიაზე ცნობილი ქართველები

ნახეთ რას წერენ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის ტრაგედიაზე ცნობილი ქართველები და როგორ ამხნევებენ ისინი მსახიობს:

ეკა ხოფერია: აღარ ვიცი რა დავწერო... გასკდა ეს გული... ყველას ჯანმრთელად და ბედნიერად გიმყოფოთ შვილები.

ანრი ჯოხაძე: ჩვენო ულამაზესო ევა, მალე გამოჯანმრთელდი და დაგვიბრუნდი
ღმერთმა გაგაძლიეროს და იმ ადამიანების სიყვარულმა რომლებიც შენთვის ლოცულობენ.
მიყვარხარ !!!

მაიკო კაჭკაჭიშვილი: შინგანი ფორიაქი მტანჯავს, ყოველ წამს ამ ბავშვზე ვფიქრობ!! მთავარია გადარჩა, და იცოცხლებს, დანარჩენი ნელნელა გამოსწორდება ეხლა ყველაზე მეტად შორენა მეცოდება და ის ხალხი ვინც საოცარ კომენტარებს წერს პოტენციური სასტიკი მკვლელები არიან, რომლებიც ჩვეულებრივ მოძრაობენ ჩვენთან ერთად და არ ვიცით !!!

ნიკა გვარამია: ისე სძულთ ადამიანებს წარმატებული და ლამაზი ქალები, მათ ყველაზე დიდ განსაცდელზე - შვილის ჯანმრთელობის პრობლემაზე - პარაზიტირებენ, თან ღმერთის სახელით. ფსიქოლოგიას დიდი ხანია გასცდნენ. ფსიქიატრიის სფეროა.

სალომე ზურაბიშვილი: შორენა ბეგაშვილის შვილის გადარჩენაზე უნდა ცლოცულობდეთ და არა დედას ვლანძღავდეთ... ეს იმ შემთხვევაში თუ გვრწამს რამე და თუ ადამიანად დავიბადეთ და გავიზარდეთ !

რატი დურგლიშვილი: შორენა ბეგაშვილი აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება, ულამაზესო უკარგესო ადამიანო. მთელი გულით სულით შეგრძნებით შენს გვერდით ვარ...და არა მარტო მე და ღმერთს ვთხოვ რომ მალე გამოჯანმრთელდეს.

თამო ვაშალომიძე: საშინელი ამბავი მოხდა არავის ვუსურვებ ამ ტკივილს რასაც შორენა გრგძნობს არც ერთ დედას !  მადლობა ღმერთს თავის ქალა არ აქვს დაზიანმებული და სიცოცლეს საფრთხე არ ემუქრება ევა ძლიერი გოგონა კარგად გახდება და დაგვიბრუნდება გმერთმა გაგაძლიეროს!

ირინა ონაშვილი: ღმერთო ყველა დედას შვილი კარგად უმყოფე.

ლალი მოროშკინა: ღმერთო გადაარჩინე ბავშვი!
შორენა სიკეთით სავსე ადამიანია და მჯერა,რომ არ გაწირავს განგება.

ხატია სიჭინავა: შორენა ყველაფერი კარგად იქნება ღმერთის წყალობით უფალმა გაგაძლიეროს ამ საშინელ განსაცდელში საყვარელო.

ვახტანგ რჩეულიშვილი: შორენა ბეგაშვილის შვილის ამბავმა შემძრა- ბავშვის ტრამვა ანადგურებს ადამიანს. გასაჭირის შემთხვევაში მე სულ ვლოცულობ- დღეს შორენას შვილზე, რათა უფალმა განკურნოს და გამოიყვანოს შორენა და ევა ამ მძიმე განსაცდელიდან. ეხლა მითხარით, განა ამ ლოცვის აღვლენის ფაქტიც კი საკმარისი მიზეზი არ უნდა იყოს იმისათვის, რომ უფლისა ვირწმუნოთ და გვყავდეს ღმერთი, რომელსაც ყველაფერს თხოვ რაც გსურს და გიჭირს? ერთხელაც რომ შესრულდეს შენი გულმხურვალედ ნალოცი, განა ესეც უდიდესი საქმე არაა? ამიტომაც ვთხოვ უფალს, რომ მშვიდობა იყოს შორენას იჯახში და უვნებლად გადარჩნენ დედა-შვილი.შორენა და ევა გვიყვარხართ და ვლოცულობთ თქვენთვის.

სალომე გოგიაშვილი: არ ვიცი როგორ გამოვხატო ის სიმძიმე, რასაც ვგრძნობ. ერთი ვიცი ყველა თუ გულით ვილოცებთ, თუნდაც ვთხოვთ უფალს ყველაფერი კარგად იქნება. შორენა აუცილებლად ევა დაგიბრუნდება.

თაკო გაჩეჩილაძე:ბავშვი აუცილებლად გადარჩება, მაგრამ ამათ არაფერი ეშველებათ! მრცხვენია რომ ქართველი ჰქვია მაგ ხალხს! კიდევ კარგი უმრავლესობაში არ ხართ! ბანძებო

ნათია ფანჯიკიძე: გავუგზავნოთ კონცენტრირებული, კეთილი ენერგია ბავშვსაც, დედასაც, ექიმსაც. ექიმის ხელებს ძალიან სჭირდება განსაკუთრებული ძალის შეძენა. ნუ ვაქუცმაცებთ ჩვენი ნატვრის ძალას კუდიანებზე დევნაში, რომლებიც მთელ ერში მხოლოდ სამი თუ ოთხი, მოკლედ, პირდაპირი მნიშვნელობით რამდენიმე გამოუვლენია ვიღაცას სადღაც, რომელსაც თურმე რაღაც არასწორი უთქვამს. ნუ ვაძლევთ მათ უფლებას, გაამრუდონ და გაყონ ჩვენი სურვილები, რომელიც მთლიანად ადამიანის გადარჩენისკენ უნდა იყოს მიმართული და გაგზავნილი. ისე კი, თუ რამეს სამყაროში ჩავასწორებდი, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ფრთები, თუკი შემთხევით საიდანმე გადმოვარდებიან, მიწაზე დაცემამდე ძლიერად რომ მოიქნიონ და მხიარულად წამოხტნენ ფეხზე. ეს გოგო აუცილებლად კარგად იქნება

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100