სტუ-ში გაიმართება თამბაქოს საწინააღმდეგო აქცია - "ერთი დღე სიგარეტის გარეშე"
11 მაისს, 11:00 საათიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართება თამბაქოს საწინააღმდეგო აქცია, სიმბოლური სახელით - "ერთი დღე სიგარეტის გარეშე".
სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების და სიგარეტის ანტიპროპაგანდის მიზნით სტუ-ის სტუდენტებისათვის ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ჩატარდეს რამდენიმე სახის გასართობი, სპორტული ღონისძიება, რომელშიც ყველა მსურველს ექნება მონაწილეობის შესაძლებლობა.
დაგეგმილია შეჯიბრება ქუჩის კალათბურთში (street-ball), ფრენბურთში, მკლავჭიდში, ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში.
შეჯიბრებაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და სპონსორების მიერ წინასწარ დაწესებული წამახალისებელი პრიზებით.
ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს DJ. ღონისძიების ერთ-ერთი მიზანია შეახსენოს და უფრო მეტად ინფორმირებული გახადოს სტუდენტები სტუ-ის სასწავლო კორპუსებში სიგარეტის მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით
კომენტარი