სოფიო ქაცარავა: ევროპის საბჭოს მომავალს ის მთავარი ღირებულებები განაპირობებს, რაც ორგანიზაციის ეფექტურობაზე, მდგრადობასა და სანდოობაზე მეტყველებს
„ევროპის საბჭოს მომავალს ის მთავარი ღირებულებები განაპირობებს, რაც ორგანიზაციის ეფექტურობაზე, მდგრადობასა და სანდოობაზე მეტყველებს“- სოფიო ქაცარავა
სოფიო ქაცარავამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართა.
„ცვლილებები ორგანიზაციაში მხოლოდ და მხოლოდ პრინციპებისა და მთავარი ღირებულებების გაძლიერებას უნდა ემსახურებოდეს! ევროპის საბჭოს მომავალს ის მთავარი ღირებულებები განაპირობებს, რაც ორგანიზაციის ეფექტურობას, მდგრადობას და სანდოობას წარმოადგენს.
მოხარული ვარ, რომ გუშინდელი გადაწყვეტილებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ერთგული დარჩა თავისი ძირითადი პრინციპების, რაც ზრდის ინსტიტუტის მიმართ ნდობას.
მინდა ასევე ხაზი გავუსვა კორუფციისადმი ბრძოლის საკითხს, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და წევრი ქვეყნების ერთ-ერთ პრიორიტეტს და საზრუნავს უნდა წარმოადგენდეს.
მნიშვნელოვანია წევრი ქვეყნები ვიზიარებდეთ იმ საერთო სტანდარტს, რომელზეც ორგანიზაცია დგას, ვიყოთ თანმიმდევრულები და სწორად წამოვჭრათ საკითხები.
კომენტარი