ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს
ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს, თუმცა ოჯახს ამის სურვილი არ ჰქონია. როგორც გარდაცვლილის დედა "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, ამისი წინააღმდეგი იყო.
თუმცა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა ოჯახის სურვილი არ გაითვალისწინეს.
შსს-მ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
კომენტარი