სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მწვანე ბარდის სუპ-პიურე პიტნით

მასალა:

0,5 კგ ხმელი მწვანე ბარდა

1 ღერი ნიახური

2 ცალი საშუალო ზომის სტაფილო

3-4 ნაჭერი ბეკონი

1 ცალი საშუალო ზომის ხახვი

3 ღერი პიტნა

მარილი და პილპილი გემოვნებით

არაჟანი სურვილისამებრ

ჩავალბოთ ბარდა რამდენიმე საათით წყალში. ეს სწრაფად მოხარშვაში შეუწყობს ხელს. ბარდის მარცვლების ზომა რომ გაორმაგდება, უკვე მზად არის მოსახარშად ამასობაში დავჭრათ ბეკონი, ხახვი, სტაფილო და სელერი საშუალო ზომის კუბებად. ბეკონი ჩავყაროთ ქვაბში, თუ ნაკლებად ცხიმიანია დავუმატოთ ორი სუფრის კოვზი კარაქი ან ზეთი და კარგად მოვბრაწოთ. დავუმატოთ დაჭრილი ხახვი, სტაფილო და სელერი და ვშუშოთ დაახლოებით 3-4 წუთი საშუალო ცეცხლზე. როდესაც ბოსტნეული ჩაითუთქება, დაუმატეთ ბარდა და დაახლოებით ნახევარი ლიტრი წყალი (ისე რომ დაიფაროს ბარდა). წამოდუღების შემდეგ, დაუწიეთ და ხარშეთ სანამ ბარდა კარგად არ ჩაიშლება (ვინაიდან წყალში ჩალბობილია, დაახლოებით 45 წუთი სჭირდება). მოხარშვის შემდეგ შეგიძლიათ ლობიოს საზელით ჩასრისოთ, ისე რომ პიურეს კონსისტენციის მასა მიიღოთ. დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და დაჭრილი ახალი პიტნა. მიირთვით არაჟანთან ერთად.

perfectcook.org

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100