სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანო მერაბიშვილი პროკურატურის ფარულ გეგმაზე საუბრობს

26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერის და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო.

ამასთან დაკავშირებით პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი განცხადებას ავრცელებს.

"სამწუხაროდ, პროკურატურამ კიდევ ერთხელ მოითხოვა 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით აღძრული საქმის, რომლის მიხედვითაც მე ბრალი მაქვს წაყენებული, სასამართლოში განხილვის გადადება. სხდომა, რომელიც 5 სექტემბერს იყო ჩანიშნული, ამჯერად ოირველ ოქტომბრამდე გადაიდო. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც სასამართლოს, პროკურატურის მოთხოვნით, სხდომის გადადება უხდება. როგორც უკვე არა ერთხელ განვაცხადე, ეს საქმე აღძრულია ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებებით, რომელთა დასადასტურებლად პროკურატურას არანაირი ფაქტები არ გააჩნია. მიმაჩნია, რომ სწორედ მტკიცებულებების არქონით არის გამოწვეული პროკურატურის მცდელობა, გაიყვანოს დრო და რაც შეიძლება გააჭიანუროს სასამართლო პროცესის ჩატარება", - აღნიშნულია ვანო მერაბიშვილის განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100