სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტალონეს ვაჟი გარდაეცვალა...

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობის, სილვესტერ სტალონეს უფროსი ვაჟი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

36 წლის სეიჯ სტალონეს გარდაცვალებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მისმა ადვოკატმა, ჯორჯ ბრაუნშტეინმა გაავრცელა.

„ეს ნამდვილი ტრაგედიაა. ის ახალგაზრდა, პერსპექტიული და ძალიან კარგი ადამიანი იყო. თავად სტალონე თავს ძალიან ცუდად გრძნობს. იგი საკუთარ ვაჟს აღმერთებდა“, - აღნიშნა ბრაუნშტეინმა.

ამ დროისათვის გარდაცვალების მიზეზი უცნობია და ლოს ანჯელესის სამართალდამცავები საქმის გამოძიებას ცდილობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100