„ქურდი“ VS „ქურდები“ - გარჩევა და ხელჩართული ჩხუბი საკანში (ვიდეო)
რედაქცია გაფრთხილებთ, რომ ვიდეოში გამოყენებულია არანორმატიული ლექსიკა.
„დრონი.ჯი“ აგრძელებს ვიდეორგოლების გამოქვეყნებას, სადაც ასახულია ქართული კრიმინალური სამყაროს ე.წ. ავტორიტეტების გახმაურებული გარჩევები სასჯელაღსრულების ადგილებში. ამჯერად გთავაზობთ „კანონიერი ქურდის“, ვინმე გიოს საქმის „განხილვას“ - როგორც წესი, ტიტულის შენარჩუნება-ჩამორთმევის საკითხებს ე.წ. კანონიერი ქურდები ერთობლივად განიხილავენ.
თავდაპირველად თითქმის ყველა განხილვა ერთი შეხედვით მშვიდი საუბრით იწყება, თუმცა, სულ მალე კამათის მონაწილეები ერთმანეთისთვის სიტყვის გამოჭერაზე გადადიან და, როგორც წესი, მსგავსი გარჩევები ხელჩართული ჩხუბით სრულდება. დაზარალებული ერთი მონაწილე რჩება, ხოლო მისი ბედი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ადეკვატურად იცავს თავის „რამკას“ და რამდენად ადეკვატურად პასუხობს შემოტევას. ამ ვიდეორგოლში აღწერილ შემთხვევაში „გიოს“ ოთხი „კანონიერი ქურდი“ უპირისპირდება. ის, ვისაც პასუხს სთხოვენ, გააფთრებით იცავს საკუთარ „ტიტულს“ და ბოლომდე გააფთრებით იბრძვის.
სიტუაცია განსაკუთრებით იძაბება 13:10 ქრონომეტრაჟზე. რაც მთავარია, ყველაფერი ეს ძალიან წააგავს „დათა თუთაშხიაში“ აღწერილ კაციჭამია ვირთხის გამოყვანის პროცესს...
ანალოგიური ვიდეო სხვა „მთავარი გმირებით“ „დრონი.ჯი“-მ ერთხელ უკვე გამოაქვეყნა.
რედაქცია გაფრთხილებთ, რომ ვიდეოში გამოყენებულია არანორმატიული ლექსიკა.
კომენტარი