თბილისში, წერეთლის გამზირზე ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია
წერეთლის გამზირის მიმდებარე კორპუსებში რესპირატორული დაავადებები ყველაზე ხშირად ვლინდება
არაერთი კვლევის თანახმად, თბილისში ჰაერის ხარისხის
მაკონტროლებელ სადგურებს შორის ყველაზე სერიოზული დაბინძურება წერეთლის გამზირზე, ელიავას
ბაზრობის მიმდებარედაა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამ უბანში ყველაზე
დიდი რაოდენობით რესპორატორული დაავადებები გამოვლინდა.
გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიზეზი,
პირველ რიგში, მოუწესრიგებელი მშენებლობებია, თუმცა, ამ ტერიტორიაზე პრობლემა მწვანე
საფარის არარსებობაცაა. პარალელურად, წერეთლის გამზირი და მისი მიმდებარე ქუჩები მუდმივადაა
გადატვირთული ავტოტრანსპორტით, რაც იწვევს გამონაბოლქვის ჰაერში გაფრქვევას.
„პრობლემური დამაბინძურებელი მყარ ნაწილაკებთან ერთად
აზოტის ჟანგეულებია, რომელიც წვის პროდუქტია და ძირითადად, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის
შედეგად გაიფრქვევა. რაც უფრო მოძველებულია წვის ტექნიკა და ავტოპარკი, ასევე ტექნიკურად
გაუმართავია ავტომობილი, მით მეტია ამ დამაბინძურებლის გამონაბოლქვიც,“ - აცხადებს
გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
კომენტარი