სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პიანინოზე „დამკვრელი და მომღერალი“ ლეკვი პეტუ DogTV-ს სახე გახდება (ვიდეო)

ფინეთში პატრონთან ერთად მცხოვრებმა ლეკვმა, სახელად პეტუ დიდი პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც მისმა პატრონმა გადაიღო და „იუთუბზე“ ატვირთა ვიდეორგოლი, სადაც აღბეჭდილია პიანინოსთან ორ უკანა თათზე მდგარი ცხოველი, რომელიც წინა თათებით „უკრავს“ და დროდადრო სახელდახელო მელოდიას ხმასაც აყოლებს.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი, „პიანინოზე დამკვრელი და მომღერალი“ ძაღლებით სავსეა ვიდეოპორტალი, სწორედ პეტუს ერგო პატივი, გახდეს ახალი ამერიკული ტელეარხის „დოგ ტვ.“-ს სახე, რომელიც სულ მალე გავა ეთერში და მისი დამაარსებლების გათვლებით, პოპულარულიც გახდება. ისინი აცხადებენ, რომ ტვ-ს ეთერის ფერები უკვე შესწავლილი ძაღლების გემოვნების მიხედვითაა შერჩეული, ხოლო სხვა ვიზუალური და აუდიომასალის გაშვებაც სწორედ ოთხფეხთა სპეციფიკის გათვალისწინებით მოხდება.

„თუკი ჩვენ, ყველანი, ვუყურებთ ტელევიზორს, რა დააშავეს ძაღლებმა?“- რიტორიკულ კითხვას სვამენ ტვ-ს დამაარსებლები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100