სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დოდო გუგეშაშვილს გულ-მკერდის არეში ოპერაცია უტარდება - გამოძიების ვერსიით პირი, რომელმაც დოდოსა და მის შვილს ესროლა, ოჯახს იცნობდა

შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული და მას ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

რაც შეეხება მოკლულ ნოდო გუგეშაშვილს, ის საცხოვრებელი სახლიდან პროზექტურაში გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე კი მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები. ასევე ტერიტორიაზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები

გამოძიების პირველადი ვერსიით, პირი, რომელმაც დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ესროლა, მათ იცნობდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დოდო გუგეშაშვილის ოჯახს თავს დაესხნენ. თავდასხმა დიღომში, დოდო გუგეშევილის საცხოვრებელ სახლში მოხდა, თავდამსხმელებმა ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100