თელავის მერობის კანდიდატი: „ჩემი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტები და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა იქნება“
„ჩემი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტები და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა იქნება“ - აცხადებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის მერობის კანდიდატი შოთა ნარეკლიშვილი.
მისივე თქმით, აღნიშნული პრიორიტეტების გარდა, მნიშვნელოვანია თელავის მუნიციპალიტეტში არსებული სხვა გამოწვევების დაძლევა, რასაც მერობის კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობით გეგმავს.
პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა, დღეს კახეთის რეგიონში მერობის რვა კანდიდატი წარადგინა.
კომენტარი