სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კადაფის „მოკლული“ ვაჟი ლიბიის ტელევიზიით გამოვიდა

ჰამის კადაფი - მუამორ კადაფის ვაჟი, ვისი დაღუპვის ცნობასაც აქტიურად ავრცელებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა მედიასაშუალებები, ლიბიის ნაციონალური ტელევიზიის ეთერში გამოჩნდა. ტელევიზიით ნაჩვენები იყო კადრები, სადაც ასახულია, როგორ მოინახულა მან ავიადარტყმების შედეგად დაჭრილები ჰოსპიტალში. საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა განაცხადა, რომ კადრები წინადღით იყო გადაღებული.

28 წლის ჰამის ალ-კადაფის დაღუპვის სესახებ ცნობა მემაბოხეებმა 5 აგვისტოს გაავრცელეს და ეს ცნობა მაშინვე აიტაცეს მსოფლიოს წამყვანმა საინფორმაციო საშუალებებმა. მემაბოხეები ირწმუნებოდნენ, რომ იგი ნატო-ს მიერ ქალაქ ზლიტანის საკომანდო პუნქტზე განხორციელებული ავიაიერიშის დროს დაიღუპა. ამ ქალაქს დღემდე კადაფის მომხრეები აკონტროლებენ. ეს ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანის ხელმძღვანელობას ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ჰამის ალ-კადაფი ტრიპოლის სამხედრო აკადენმიისა და მოსკოვის ფრუნზეს სახელობის სახელობის სამხედრო აკადემიის კურდამთავრებულია. მის განკარგულებაშია 10 ათასი ლიბიელი ჯარისკაცი და ეს ბრიგადა ლიბიის არმიაში ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიან შენაერთადაა მიჩნეული. საინფორმაციო საშუალებებმა კადაფის ვაჟის დაღუპვის შესახებ ცნობა ჯერ კიდევ მარტში გაავრცელეს, მაგრამ გავრცელებული ცნობა მალევე უარყვეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100