სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოჭსა და სოხუმს შორის საზღვაო მიმოსვლა მყარდება

სოჭსა და სოხუმს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ეს ორი დასახლ;ებული პუნქტი ერთმანეთს საზღვაო მიმოსვლის ოფიციალური მარშრუტით დაუკავშირდება, – ამის შესახებ „რეგნუმ.რუ“ იტყობინება.

აფხაზური მხარის მიერ ორ ქალაქს შორის საზღვაო კავშირის დასამყარებლად სატვირთო ბორანის: „ნოვოროსიისკი–ადლერის“ გამოყენება შესაძლებელს გახდის, რათა დროულად მოხდეს ტვირთის დანიშნულების ადგილამდე ჩასვლა, იმდენად, რამდენადაც ადლერის მიმართულებიდან სატვირთო ავტომანქანებს მხოლოდ 25 ტონამდე ტვირთის გადატანა შეუძლიათ.

შეთანხმებას ხელი აფხაზეთის ე.წ. ვიცეიპრემიერმა, ვახტანგ ფიფიამ და „რსმორფლოტის“ სოჭის ფილიალის დირექტორმა, ვასილი ბოგოსლოვსკიმ მოაწერეს.

რაც შეეეხება ავტობორან „სოხუმი–სოჭს“, რომელსაც ერდროულად 50 მსუბუქი ავტოს გადაზიდვა შეუძლია, ის დაეხმარება ფსოუს საბაჟო–გამშვებ პუნქტს მდგომარეობის შემსუბუქებაში. ავტობორანით სოხუმიდან სოჭამდე არსებული მანძილი 4 საათის განმავლობაში დაიფარება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100