სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

15 ნიშანი, რომ პარტნიორი არასწორად გყავთ შერჩეული

თუ თქვენს შეყვარებულს/მეუღლეს/საყვარელს ქვემოთჩამოთვილი ნიშნებიდან რომელიმეს შეამჩნევთ, ესეგი არჩევანი არასწორად გააკეთეთ.

შესაძლოა ეჭვი თქვენ ფსიქიკურ ჯანმრთელობაში შეეპაროს. არ გაგიკვირდეთ თუ სულელური ჩხუბის დროს შეურაცხყოფა მოგაყენოთ და ქუჩის ქალი გიწოდოთ, მას შემდეგ კი რაც თქვენ ამაზე პროტესტს გამოთქვამთ, გიპასუხებთ - "არა მე შენთვის ქუჩის ქალი არ მიწოდებია, არასწორად გაიგე, შენ რა გიჟი ხარ?"

ყოველთვის უნდა რომ რაიმეზე გამოგეკიდოთ. ხანდახან კი თქვენ მეგობრებსაც გადაწვდება.

გეუბნებათ, რომ სურს ურთიერთობა ახალ საფეხურზე ავიდეს, თუმცა რეალურად თავად არასდროს დგამს შემდეგ ნაბიჯებს.

გლანძღავთ იმაზე, რაც თქვენ სიამოვნებას განიჭებთ. მაგალოთად: "რატომ დადიხარ სულ საცეკვაოდ?"

მას ყოველთვის აქვს ორმაგი სტანდარტი თუ როგორ უნდა მოიქცეთ ურთიერთობისას. გიწესებთ წესებს თქვენ, თუმცა ამ წესებს თავადაც არ ემორჩილება. ურთიერთობა ეს ხომ ურთიერთგაგება და არა დიქტატორობა.

შენ ყოველთვის მტყუანი ხარ. ისე აკეთებს, რომ თავი ასე იგრძნო. კამათისას ყოველთვის სერიოზულ არგუმენტებს გიყენებთ.

ყოველთვის თავად წყვეტს და გეგმავს რა აკეთოთ. რა ფილმს უყუროთ, რომელ რესტორანში ივახშმოთ და ა.შ.

ყოველთვის მიგითითებთ რა უნდა დახვეწოთ თქვენსავე თავში.

მთელი ძალით გეუფლებათ ღამე, თუმცა გაღვიძებისას, დილით თქვენგან დისტანცას იჭერს. მხოლოდ ღამით სიყვარული არაჯანსაღ ურთიერთობაზე მიუთითებს.

ჯერ გაურკვეველ გეგმებს დასახავს, მას შემდეგ კი რაც თქვენ მას დაეთანხმებით, ყველაფერს უარყოფს. გეტყვით, რომ მსგავსი არაფერი უთქვამს.

აღმოაჩენთ, რომ თქვენი ცხოვრების გეგმებს მისი განრიგის მიხედვით აწყობთ.

იმ შემთხვევაში თუ მის სურვილებს არ დაეთანხმეთ, გეტყვით, რომ ცუდი ხართ.

რამე სასიამოვნოსა და კარგს მხოლოდ მაშინ გიკეთებთ, როდესაც სანაცვლოდ რაღაცის მოლოდინშია.

მისი აზრით უბრალოდ შეუძლებელია გქონდეთ ნორმალური დისკუსია რომელიმე თემაზე.

გულს გტკენს და შემდეგ თავს ისეთი მიზეზით იმართლებს, რომელსაც შენი ნუგეში არ შეუძლია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100